სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დედის სურნელი, ღვთაებაა გასაოცარი...“ - პედაგოგის ემოციური ლექსი დედაზე
02-03-2023
-
+


დამსახურებულ პენსიაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გავიდა, თუმცა სკოლისა და მოსწავლეების მონატრებამ იმდენად სძლია, ემოციების ლექსებში გადატანა გადაწყვიტა...

etaloni.ge-ს იმიტომ დაუკავშირდა, რომ 3 მარტისთვის დედაზე დაწერილი ლექსი გაეზიარებინა ჩვენთვის და თავისი ისტორიაც გაგვიმხილა:

ნანული ბაშარული სკოლაში ბიოლოგიას 40 წელი ასწავლიდა. როგორც თავად ამბობს, ლექსებს სტუდენტობიდან წერს, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო სკოლიდან წამოსვლამ სხვაგვარად შეახო პოეზიის სიღრმეებს.

„ჩემს ლექსებში უფრო ბუნება ჭარბობს, თუმცა ყველა თემას ვეხები... იცით, როგორ წამოტივტივდება ხოლმე წარმოსახვაში სხვადასხვა სურათი? - ამის შემდეგ ლექსიც სხვაგვარად იწერება“, - გვიამბობს ქალბატონი ნანული და ამაყობს, რომ ბაშარულის ქალს ფესვები ახალგორში აქვს...

„ახალგორი ჩემი დიდი ტკივილია... ისე კი კასპის სამთავისის სკოლაში ვასწავლიდი, პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ და არც ურიგო მასწავლებელი გახლდით, თუმცა გადაადგილება ძალიან მიჭირდა... ყავარჯნებით დავდიოდი, რაც ბოლოს შეუძლებელი გახდა და ამან განაპირობა სკოლიდან ჩემი წამოსვლა“.

სკოლის, მოსწავლეების დატოვება რთული აღმოჩნდა, თუმცა ნანული მასწავლებელი სულიერად არ ტყდება; საკუთრ თავს არ ვეშვებიო, - გვიმხელს და იმასაც დასძენს, რომ მოსწავლეებისგან ახლაც უდიდეს სიყვარულს გრძნობს:

„მოსწავლეების სიყვარული უმთავრესია ჩვენს პროფესიაში... ბოლო ხანს, შედარებით დაფასებულია მასწავლებლის შრომა, თუნდაც სერტიფიცირებისა და სტატუსის დანამატებიდან გამომდინარე“, - აცხადებს ნანული ბაშარული. თავად გამოცდაზე არასოდეს გასულა, თუმცა გვიმხელს, რომ დირექტორი ეუბნებოდა - გაკვეთილზე სანთელვით იწვიო, - „ასეც უნდა იყოს! მე გაკვეთილის მიმდინარეობისას თავს არ ვზოგავდი, ბოლომდე ვიხარჯებოდი, ოღონდ ჩემს მოსწავლეებს არაფერი მოკლებოდათ... 2 წელია სკოლიდან წამოვედი და მიუხედავად იმისა, მტკივნეული პროცესია, ვფიქრობ, თაობათა ცვლა აუცილებელია“.

etaloni.ge გიზიარებთ ნანული ბაშარულის ლექსს დედაზე

დედის სურნელი!...

„დედის სურნელი,
ღვთაებაა გასაოცარი,
დედა ხომ ჩვენი
სიცოცხლის და
ყოფის ბურჯია,
დედა ქალია,
ლამაზი და
სადარი ღმერთის,
მისთვის პოეტებს,
უამრავი ლექსი
უძღვნიათ.

დედა-იმედი,
ძვირფასია სანატრებელი,
ყურთ ახლაც გვესმის
მისი მღერა,
ტკბილი ნანინა,
სიხარულია,
სიყვარული,
ცხოვრების აზრი,
მის გავლილ გზაზე
არ წაქცეულა,
მგონი...არ ვინა".


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლეებმა დაამზადეს ბროშურა, სადაც ქართველ სახელოვან მწერალთა შესახებ ცნობები დაიტანეს

დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეულად იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება