სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტყე და მისი ბინადრები“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა კომპლექსური დავალების საინტრესო პრეზენტაცია გამართეს
10-02-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მასწავლებელი დოდო ხაჩიძე ხელმძღვანელობდა.

პრეზენტაცია, სასწავლო პროექტის - „ბუნების დაცვა ჩვენი ვალია“ ფარგლებში, ვაჟა- ფშაველას მოთხრობა „იას“ შესწავლის შემდეგ გაიმართა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღწერითი ტექსტი, თემაზე - „ტყე და მისი ბინადრები“ შემდეგი პირობის მიხედვით - წარმოიდგინეთ, რომ მოხვდით სწორედ იმ უღრან ტყეში, რომელშიც ვაჟას ია ცხოვრობდა, გაამდიდრეთ დეტალებით და აღწერეთ ეს ტყე, ის გარემო, რომელსაც ია ხედავდა.

მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა აღწერილი ტყე ნახატადაც ექციათ.

„მოვისმინეთ ძალიან საინტერესო ამბები, წარმოსახვითი ისტორიები ტყის ბინადართა შესახებ, ასევე გავეცანით შექმნილი ტექსტების შინაარსთან მისადაგებულ ნახატებს“, -აღნიშნავენ სკოლაში

მოსწავლეებს განუვითარდათ აღწერითი ტექსტის შექმნის, ფანტაზიის,  ერთმანეთის მოსმენის, კომუნიკაციის, მსჯელობის, მხატვრული ხერხების მორგებულად გამოყენების უნარები.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე, რომელმაც შეაფასა წარმოდგენილი ნამუშევრები, ბავშვებს შეახსენა ოტია იოსელიანის ის სიტყვები, რომლებითაც შემოქმედი მოზარდების ბუნებასთან დაახლოებას ცდილობდა, ცისა და მიწის, ტყისა და მისი ბინადრების სიყვარულს ასწავლიდა.

მე-5 კლასის დამრიგებელი თამილა ჭოლაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება