| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამ მიზნით, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, სლოგანით - „ჩვენც ვკითხულობთ“ აღინიშნა.
ღონისძიების ხელმძღვანელები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ნანა ბეთხოშვილი, მზაღო გავაშელი და სოფიო სულთანაშვილი იყვნენ.
მოსწავლეებმა წიგნისა და კითხვის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ბავშვებმა მათი საყვარელი წიგნებიდან მონაკვეთები წაიკითხეს და ახსნეს, თუ რატომ უნდა წაიკითხოს ესა თუ ის წიგნი სხვამაც.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ წარმატებითა და სახალისოდ ჩაიარა.
მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის სიტყვებით: ,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ“ კითხვისკენ სხვებსაც მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი