სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპები“ - მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის სპორტულმა კლუბმა - „ფენიქსი“ კონფერენცია ჩაატარა
07-02-2023
-
+


დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს სპორტული კლუბი -„ფენიქსი“,  რომლის წევრებიც სხვადასხვა ღონისძიებებს აქტიურად ატარებენ და მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისკენ მოუწოდებენ. 

ამჯერად, „ფენიქსმა“, რომლის ხელმძღვანელი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი ლალი სალია გახლავთ, I-IX კლასების მოსწავლეებისთვის ჩაატარა სასწავლო კურიკულუმით გათვალისწინებული შემაჯამებელი კონფერენცია - „ჯანსაღი ცხოვრების წესის  პრინციპები“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპების (უსაფრთხო გარემო, ფიზიკური ვარჯიში, პირადი ჰიგიენა“ ჯანსაღი კვება, მოსწავლის დღის რეჟიმი, მავნე ჩვევების პრევენცია) დამკვიდრება -პოპულარიზაცია.    

მოსწავლეებმა თავიანთი ნახატებით და პრეზენტაციებით წარმოადგინეს და ისაუბრეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება