სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ანა ფრანკი და სასტიკი ეპოქა“ - ეწერის საჯარო სკოლაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს კლასის საათი მიეძღვნა
06-02-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, მე-8 კლასში კლასის საათი - ანა ფრანკი და სასტიკი ეპოქა, ჩატარდა. მათ ინფორმაცია მოიძიეს, ამომწურავად ისაუბრეს და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

გარდა ამისა, მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება - ჰოლოკოსტი, ანა ფრანკის ცხოვრების გზა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ანა ფრანკის დღიურები და გააკეთეს ესეს პრეზენტაცია - ანა ფრანკი და სასტიკი ეპოქა.

აქტივობაში მერვეკლასელები - ანი ქებაშვილი, ჯინო შონია, გიორგი ქარდავა, დიტო აბრალავა, ლუკა ქარდავა, დათა ფიფია მონაწილეობდნენ. კლასის ხელმძღვანელი მთვარისა ფიფიაა

„არა ყოველგვარ გამოვლინებას ანტისემიტიზმის რასიზმისა და ნებისმიერი სხვა ფორმის შეუწყნარებლობას. ნაცისტური რეჟიმისა და კოლაბორაციონისტების მიერ ჩადენილ გენოციდს ჩვიდმეტი მილიონი ადამიანი, მათ შორის ექვსი მილიონი ებრაელი შეეწირა (ებრაელებს შორის მილიონ- ნახევარი ბავშვი). როგორც ერთერთი დოკუმენტურ ფილმში ერთი რესპოდენტი გაოცებული აცხადებს, როგორ აჰყვა საზოგადოება ჰიტლერის იდეოლოგიას, მოსწავლეების გაოცება სწორედ ეს იყო, ამ სისასტიკეს როგორ უჭერდნენ მხარს, როგორ გაბოროტდა საზოგადოება და მაინც სიკეთე სძლევს ბოროტებას, ამ სისასტიკის გვერდით იყო დიდი მხარდაჭერა, თავგანწირვა ებრაელებისთვის, სიკეთისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება