სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კითხვისა და ქართული სიტყვის ზეიმი ფერიის საჯარო სკოლაში
03-02-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლა აქტიურად მუშაობს მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათი ინტელექტის განვითარებაზე, აღსანიშნავია, რომ ამავე მიზნით, სკოლამ საჯაროდ კითხვის დღეს, რამდენიმე ღონისძიება მიუძღვნა.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და ღონისძიებაში მონაწილეობის რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს. საქართველოში ეს დღე 2016 წლიდან აღინიშნება.

ფერიის საჯარო სკოლამ ამ დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა:  

სკოლამ სტუმრად მოიწვია ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე და მეტყველების პედაგოგი, პროფესორი, საპატიო ბათუმელი, ღირსების ორდენის კავალერი - თამილა მეიშვილი.

ბატონმა ზურაბმა სკოლას საჩუქრად გადასცა სტამბოლში მცხოვრებ ქართველებისათვის დაბეჭდილი, უაღრესად საინტერესოდ შერჩეული ლიტერატურითა და ქართული ანბანით შექმნილი - „დედა ენა“.

შეხვედრა ძალიან ინფორმაციული იყო, პირველი წუთიდანვე სტუმრებსა და მოსწავლეებს შორის თბილი, უშუალო ურთიერთობა დამყარდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ლიტერატურის შედევრი გ.ლეონიძის - „მარიტა“.  კითხვის შემდეგ, მოეწყო მცირე დისკუსია. სტუმრებმა ისაუბრეს მოსწავლეებთან კითხვის მნიშვნელობაზე. ბატონმა ზურაბმა რჩევა-დარიგებები მისცა მოსწავლეებს მხატვრულ კითხვასთან დაკავშირებით და რამდენიმე ლექსიც წაიკითხა.

„ეს იყო კითხვისა და ქართული სიტყვის ზეიმი“, - ასე შეაფასა სკოლის დირექციამ შეხვედრა.

ასევე საგულისხმოა, რომ მოსწავლე გიორგი ირემაძემ წაიკითხა ნაწყვეტები წიგნებიდან  - „მევლუდ დიასამიძე“ და „ვეფხისტყაოსნიდან“.

შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო გახადა სკოლის წარმომადგენელმა სპორტსმენმა, საქართველოს ჩემპიონმა მხატვრულ ტანვარჯიშში - მერი დუმბაძემ, რომელმაც სტუმრების თხოვნით რამდენიმე აკრობატული ილეთი შეასრულა.

შთამბეჭდავი იყო ასევე, სკოლის მუსიკალური გუნდის - ,,ფერიების" ექსპრომტად შესრულებული მუსიკალური ნომერი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება