სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით,  ერთმანეთს საყვარელი ნაწარმოებები გაუზიარეს
03-02-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით I-VI კლასის მოსწავლეებმა ურთიერთგაზიარების მიზნით საყვარელი წიგნებიდან წაიკითხეს მათთვის შთამბეჭდავი ადგილები, თანაკლასელებში გამოიწვიეს ინტერესი და მათზე შთაბეჭდილება მოახდინეს.

ასევე მოსწავლეებმა: მარიამ ახალაიამ და ბარბარე ცანავამ მოაწყვეს ლექსების მხატვრული კითხვა.

მასწავლებელმა დისკუსია გამართა კითხვის მნიშვნელობაზე  და მოსწავლეებს მოუწოდა წიგნის კითხვისაკენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და წიგნის მიმართ სიყვარულის გაღვივება.

ღონისძიებას მეექვსე კლასის დამრიგებელი ნონა ცანავა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელენე გაბეშია ხელმძღვანელობდნენ.

სურათებისა და ვიდეოს ავტორი ელენე გაბეშია გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება