სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „სხივის“ „მკითხველთა კლუბი“ წიგნიერების პოპულარიზაციას აქტიურად გააგრძელებს
03-02-2023
-
+


მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“, დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეების სხვადსხვა ლიტერატურით დაინტერესებას, მათში წიგნიერების დონის გაზრდას და ინტელექტის გაუმჯობესებას, ამავე მიზნით სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობებით შეუერთდა.

ამ დღის აღსანიშნავად სკოლაში სიმბოლურად, წლების წინ ჩამოყალიბებული „მკითხველთა კლუბი“, აღდგა და  აქტიურად გააგრძელებენ წიგნიერების პოპულარიზაციისკენ მიმართულ საქმიანობას.  

ბავშვებმა რევაზ მიშველაძის მოთხრობა - „კერპი“, წაიკითხეს და ადამიანურ ურთიერთობებზე საინტერესო დისკუსიაც გაიმართეს.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლიკა დანელიამ კლუბის წევრებს სამომავლო გეგმები გააცნო და მომავალი შეხვედრაც დაიგეგმა.

კინომანთა და მკითხველთა კლუბები საერთო ღონისძიებაზეც შეთანხმდნენ.

„სხივში“ საკმაოდ აქტიური ეტაპი იწყება“, - აღნიშნავს სკოლის დირექცია.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება