| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა ლიტერატურულ პროექტში.
გამონაკლისი არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოფილა, რომელთან დაკავშირებითაც თემაზე - „ იკითხე ხმამაღლა, შეცვალეთ მსოფლიო“, პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში, მეცხრეკლასელმა, გიორგი აბურჯანიამ თანატოლებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივა გააცნო.
როგორც სკოლაში გივყვებიან, მეცრეკლასელმა ასევე ისაუბრა ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და მსოფლიოში ადამიანების ჩართულობაზე, სადაც 31 მილიონი ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო.“
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნები აჩუქეს.
პროექტს მათემატიკის პედაგოგი ხათუნა ფირცხალავა ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია