სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს
02-02-2023
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს აქტივობები მიეძღვნა.

ამ თარიღის აღსანიშნად IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ეკა მაჩიტაძის ხელმძღვანელობით, სტუმრად თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობი - ზაზა იოსებაშვილი მიიწვიეს.

პედაგოგმა მოსწავლეებს და მოწვეულ სტუმარს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ზღაპარი - „პატარა უფლისწული” წარუდგინა. მოსწავლეებმა სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით, გამოთქვეს ვარაუდები, თუ რა შინაარსის იქნებოდა ნაწარმოები, მათ ასევე წინასწარ იმსჯელეს უცნობ სიტყვებზე, რომლებიც წაკითხულ ნაწყვეტში შეხვდებოდათ.

მსახიობმა ზაზა იოსებაშვილმა, კითხვის დროს, პატარები ზღაპრის საოცარ სამყაროში ამოგზაურა. შემდეგ კი კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მე-4 კლასის მოსწავლეები და მასწავლებელი ზაზა იოსებაშვილს სტუმრობისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება