სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეწერის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ძველი ნივთების გამოფენა მოაწყო
02-02-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში ეკოკლუბ ,,ხემხვაიესა“ და ხელოვნების მასწავლებლის ნანა ჯიქიას ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტის - მუზეუმი ,,ხარათიას“ ფარგლებში, გამოფენა-დათვალიერების 2 ეტაპი.

ეკოკლუბის ხელმძღვანელები მთვარისა ფიფია და ვალერიანე ფიფია გახლავთ.

სკოლის საგამოფენო დარბაზში მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები: საჩეჩელუ, ეჩო, სახნისი და ა.შ. ასევე 40 - იან წლებში გამოცემული სამედიცინო წიგნები და სასწავლო ნივთები.

ეკოკლუბის წევრებმა გიორგი ქარდავამ, დიტო აბრალავამ, ჯინო შონიამ, ლუკა ქარდავამ და დათა ფიფიამ  ახალი სიცოცხლე შესძინეს მეორეულ ნივთებს, ასევე ოჯახებში მოიძიეს ძველებური ნივთები კერძო კოლექციებიდან. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსპონატების ნაწილი სკოლის მუზეუმში დაიდებს ბინას.

პროექტის ხელმძღვანელობის თქმით, გამოფენები ეტაპობრივად  გაგრძელდება. პროექტის მიზანია მოიძიონ სოფელში არსებული ძველი გამოუსადეგარი ნივთები, მოხდეს მათი შესწავლა, აღწერა და გამოფენა.

სასწავლო ნაწილის გამგემ მარიკა კიკალიშვილმა წარმატებები უსურვა პროექტის მონაწილეებს. პროექტის ხელმძღვანელები მადლობასუხდიან სკოლის დირექტორს რობერტ გელოვანსა და ბიბლიოთეკის გამგე დოდო ციმინტიას მხარდაჭერისთვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება