სიახლეები
სიახლეები

წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა საგამოცდო ლიტერატურა მნიშვნელოვნად შემცირდა - რის ცოდნას ითხოვდნენ შარშან და რას ითხოვენ ახლა პედაგოგებისგან?
19-01-2023
-
+


წამყვანობისა და მენტორობის მსურველებისთვის საგამოცდოდ მოსამზადებელი ლიტერატურა, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა. ამას ადასტურებს მასწავლებლის სახლის მიერ გამოქვეყნებული სარეკომენდაციო ლიტერატურის ჩამონათვალი.

უფრო კონკრეტულად კი, 2023 წელს გამოცდაზე გასულმა პედაგოგმა საკანონმდებლო აქტებიდან უნდა იცოდეს:

  1. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ;
  2. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
  3. ბავშვთა უფლებების კონვენცია;
  4. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა;
  5. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;
  6. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  7. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.

2022 წელს კი, მაშინ, როდესაც სტატუსის ამაღლების მსურველთა გამოცდა პირველად ჩატარდა, ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად პედაგოგებს მოეთხოვებოდათ ისეთი კანონების ცოდნაც, როგორიცაა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს „შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება #126/ნ „ საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“;
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტო ბრძანება №174/ნ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • მოსწავლის ქცევის კოდექსი;
  • დირექტორის ეთიკის კოდექსი.

შემცირებულია პროფესიული ლიტერატურის ჩამონათვალიც. ამჯერად პედაგოგებს 20-ის ნაცვლად 10 სახელმძღვანელოს დამუშავება მოუწევთ. წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გასული წლის საგამოცდო ლიტერატურიდან ამოღებულია „ინკლუზიური ადრეული განათლების“ სახელმძღვანელო, გარდა ამისა, სარეკომენდაციო ჩამონათვალში აღარაა „თვისობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ კვლევაში“, „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები“, „განათლების ფსიქოლოგია“, „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“, „სწავლება და შეფასება“, „აკადემიური სტილი“, „პრაქტიკული სახელმძღვანელო ტრენერებისთვის“, „პროექტის ციკლის მართვის“ 5 სახელმძღვანელო, „კიბერცნობიერების ლექსიკონი“ და „ციფრული მედეგობა“.

2023 წლის სარეკომენდაციო ლიტერატურის ჩამონათვალი შემდეგია:

  1. სასწავლო აქტივობები ყველასთვის;
  2. სამოქმედო კვლევა – ჯეფრი მილსი;
  3. როგორ შევადგინოთ საგანმანათლებლო პროექტი - გზამკვლევი მასწავლებლებს;
  4. პროექტის წერის და მართვის სახელმძღვანელო;
  5. აკადემიური წერა (216-258 გვ.)
  6. განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის;
  7. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები;
  8. მოქალაქეობრივი განათლება;
  9. ციფრული მოქალაქეობა;
  10. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.

საგამოცდოდ მოსამზადებელი ლიტერატურის PDF ფაილები იხილეთ ბმულზე. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაიზარდა წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა  საგამოცდო დროც. თუ შარშან აპლიკანტებს მინიმალური ბარიერის გადასალახად 4 საათი ჰქონდათ, 2023 წელს ეს დრო ერთი საათით გახანგრძლივდა.


იხილეთ ასევე: პედაგოგების საგამოცდო დრო გაიზარდა - პროფესიული უნარების ტესტირება 5 საათს გაგრძელდება

 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება