სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკის სახელმძღვანელოებით დასაჩუქრდნენ
02-12-2022
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში რედაქტორ- გამომცემელ ალექსანდრე არსენიძეს უმასპინძლეს. 

საპატიო სტუმარმა მოსწავლეებს მისი ავტორობით შექმნილი ჭადრაკის სახელმძღვანელო და სამუშაო რვეულები გადასცა. 

სკოლა, დირექტორ ეკა აბესაძის ხელმძღვანელობით, ალექსანდრე არსენიძეს მადლობას უხდის საჩუქრისთვის.

„თუ კაცი გონიერია, ქვეყანა - ღონიერია“ და ასეთ კაცთა სიმრავლით აყვავდება. დღეს იმ შესაშური საქმის მკეთებელი პიროვნების შესახებ უნდა მოგახსენოთ, ვინც თავისი ნიჭი და უნარი სამეფო თამაშის შესწავლას და თაობებისათვის წიგნიერი სახით გადაცემას მოახმარა. წიგნის რედაქტორ-გამომცემელი ალექსანდრე არსენიძე, წარმომავლობით გახლავთ იმერეთის მხარის, „ოკრიბის“, შვილი. მან დიდი ამაგი დასდო ჭადრაკის წიგნისა და პირველკლასელთათვის სამუშაო რვეულის შექმნასა და გამოცემას. ბატონი ალექსანდრე არსენიძე პირადად ეწვია ციხიის საჯარო სკოლას და სახელმძღვანელოები სკოლის ყველა მოსწავლეს უსასყიდლოდ უსახსოვრა. სკოლის დირექტორმა, ეკა აბესაძემ, ამ აღსანიშნავი ფაქტის შესახებ საზეიმო ვითარებაში განაცხადა. 

უღრმესი მადლობა ბატონ ალექსანდრეს სკოლის პედაგოგთა, მშობელთა და მოსწავლეთა სახელით, ამ იშვიათი და მისაბაძი ჟესტის გამო - მომავალი თაობისათვის სამაგალითო და მისაბაძი რომ იქნება ყოველთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება