სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

როგორ აღადგინონ შემაჯამებელი დავალება მასწავლებლებმა, როცა მოსწავლემ სკოლა შეიცვალა
21-11-2022
-
+


ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში მოსწავლის მობილობის (ე.წ. გარე მობილობის) დროს შემაჯამებელი დავალების/ დავალების აღდგენის შეფასება.

სკოლიდან სკოლაში მოსწავლის მობილობა ხორციელდება სისტემა Eschol-ის მეშვეობით. მობილობა შეიძლება შეიზღუდოს შემდეგი გარემოებების არსებობის შემთხვევაში:


1. თუ მოსწავლეს არ აქვს შეფასება მიმდინარე სემესტრის ერთ ან მეტ შემაჯამებელ დავალებაში და არ უფიქსირდება გაცდენა (არა)

• მოსწავლის მობილობის განხორციელება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ შემაჯამებელში ნიშნის ასახვის შემდეგ.

2. თუ მოსწავლეს ჩანიშნული აქვს შემაჯამებლის აღდგენა, რომელშიც არ უფიქსირდება გაცდენა (არა) ან შეფასება.

• მოსწავლის მობილობის განხორციელება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ შემაჯამებელი დავალების აღდგენის ნიშნის ასახვის შემდეგ.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მობილობა ხორციელდება შემაჯამებელი დავალების აღდგენის თარიღამდე, საჭიროა წაიშალოს შემაჯამებლის აღდგენის ღონისძიება (ელ. ჟურნალის კალენდრის გვერდიდან).

• ელექტრონული ჟურნალის კალენდრის გვერდზე საჭიროა შემაჯამებელი დავალების აღდგენის წაშლა და მისი ჩანიშვნა მობილობის განხორციელების თარიღამდე. თუ მოსწავლეს არ ჩაენიშნება აღდგენა ან არ დაესწრება მისი შეფასება აღნიშნულ შემაჯამებელ დავალებაში იქნება 0 ქულა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სემესტრული შეფასების კალკულაციაში.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს უფიქსირდება გაცდენა შემაჯამებელ დავალებაზე, მაგრამ არ არის ჩანიშნული შემაჯამებელი დავალების აღდგენა, მოსწავლის მობილობა შესაძლებელია, თუმცა აღნიშნულ შემაჯამებელ დავალებაში მოსწავლის შეფასება იქნება 0 ქულა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სემესტრული შეფასების კალკულაციაში. იმისათვის, რომ უკვე გადასულ მოსწავლეს რომელიმე შემაჯამებელ დავალებაში მასწავლებელმა აუსახოს შეფასება, უნდა იხელმძღვანელოს პირველი პუნქტით „ერთი სკოლის ფარგლებში მოსწავლის პარალელებში გადანაწილების (ე.წ. შიდა მობილობა) დროს შემაჯამებელი დავალების/ დავალების აღდგენის შეფასება“ განსაზღვრული ინსტრუქციით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება