სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„აბიტურიენტებს უმაღლესში ჩარიცხვის პრობლემა არ აქვთ“... - შალვა ტაბატაძე საგამოცდო ცვლილებებზე
09-11-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებს 2023 წლის ტესტებში შესული ცვლილებები წარუდგინა. ცვლილებები შეეხო ისტორიის, მათემატიკისა და უცხო ენის ტესტებს და საზოგაოდებაში მაშინვე გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, რამდენად კარგია ან პირიქით, ცუდი, მსგავსი გადაწყვეტილებები. 

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge  სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელს - შალვა ტაბატაძეს დაუკავშირდა და აღნიშნული სიახლის შეფასება სთხოვა.

ტაბატაძის განცხადებით, საგამოცდო სისტემის ცვლილებებს რაიმე სახის დიდი საგანმანათლებლო რეფორმა არ უდევს საფუძვლად, რომელიც მოახდენს გავლენას საგანმანათლებლო პროცესზე ან  რადიკალურად შეცვლის მას. საგამოცდო ზღვარი კი არის ძალიან დაბალი, რომელიც აბიტურიენტებს უმარტივებს უმაღლეს საგანმაათლებლო დაწესებულებაში მოხვედრას.  

„რეალურად მინიმალური ზღვარი არის ძალიან დაბალი და ფაქტობრივად, აბიტურიენტებს უნივერსიტეტში ჩარიცხვის პრობლემა არ აქვთ“, - ამბობს შალვა ტაბატაძე და დასძენს, რომ  2023 წლის ეროვნული გამოცდების ტესტში შესული ცვლილებებით სამინისტრო და მისი სტრუქტურები ქმნიან ილუზიას, თითქოს სარეფორმო ნაბიჯები იდგმება, თუმცა რეალურად ეს არ ახდენს გავლენას განათლებისთვის საჭირო მნიშვნელოვან რეფორმაზე.     

„მთელი პრობლემა ჩვენი სისტემის არის ის, რომ გამოცდები და საგანმანათლებლო პროცესი ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის და ამ ტიპის გადაწყვეტილებები სერიზულ გავლენას საგანმანათლებლო პროცესზე არ ახდენს“, აცხადებს ჩვენი რესპონდენტი. 

მისთვის, როგორც განთლების მკველვრისთვის, მნიშვნელოვანი იქნებოდა ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფდა გამოცდების მეტად სამართლიან სისტემას და ამ ყველაფერში სკოლების როლის ზრდას: „ასეთი სისტემა გააუმჯობესებდა გარკვეულ საგნებში სწავლების ხარისხს“.   

შალვა ტაბატაძის თქმით, ბარიერის დაწევამ შეიძლება ხელი შეუწყოს სტუდენტების რაოდენობის გაზრდას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება