სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცხადდება თუ არა სკოლებში დირექტორების თანამდებობაზე ვაკანსიები ახალი სასწავლო წლიდან? - როდის დასრულდება სერტიფიცირების ეტაპები
12-11-2022
-
+


ორწლიანი ლოდინის შემდეგ დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი დაიწყო. მსურველებს რეგისტრაცია 4 დეკემბრამდე, ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge შეუძლიათ.

როდის ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება?- თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, სერტიფიცირების ორივე ეტაპი ახალ სასწავლო წლამდე დასრულდება.

„სავარაუდოდ, სერტიფიცირების ეტაპები - ტესტირება და გასაუბრება ზაფხულში დასრულდება. ამჯერად გამოცდაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს, გამოცდის შემდეგ გასაუბრების ეტაპს დასჭირდება გარკვეული დრო, შემდეგ კი მათ, ვინც ორივე ეტაპს წარმატებით გადალახავს, სერტიფიკატები დაურიგდებათ. დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების შემდეგ სკოლებში, დირექტორების ადგილზე, ვაკანსიები გამოცხადდება. ეს შეიძლება ახალ სასწავლო წლამდეც მოხდეს. უფრო ზუსტად, თუ როდის ჩატარდება ტესტირება და როდის დაიდება ვაკანსიები, შემდეგ გავიგებთ, როდესაც მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე კი დაზუსტებით რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ დირექტორობის მსურველებმა სერტიფიკატის მოსაპოვებლად ორივე ეტაპი - ტესტირება და გასაუბრება წარმატებით უნდა გაიარონ“, - აღნიშნეს უწყების ცხელ ხაზზე.

შეგახსენებთ, რომ დირექტორთა გამოცდები ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსდა და მსურველებმა რეგისტრაციაც გაიარეს, მიუხედავად ამისა, ტესტირება არ ჩატარებულა, მიზეზად კოვიდპანდემია დასახელდა. 2022 წლის 24 ოქტომბრიდან დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე რეგისტრაცია განმეორებით გამოცხადდა. იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს რეგისტრირებულ პირს აღარ სურს კონკურსში მონაწილეობა, მან 4 დეკემბრის ჩათვლით განცხადებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უნდა მიმართოს და გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვოს.

იხილეთ ასევე: დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების II ეტაპს 2023 წელს გაივლიან - დეტალები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება