სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საძელის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი
19-10-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა. დირექცია და პედაგოგები სიახლეებს ფეხს სამაგალითოდ უწყობენ. 

მათ შორის, სკოლა 2021 სასწავლო წლიდან ბილინგვურ სწავლებაში წარმატებით არის ჩართული. ახალი 2022-2023 სასწავლო წელიც ახალი გეგმებით, პროექტებით და კომპლექსური დავალებების განხორციელებით დაიწყო.

მასწავლებლები საგნობრივ ტრენინგებში აქტიურად მონაწილეობენ, ექსპერტები კი მათ კომპლექსური დავალებების განხორციელებაში ეხმარებიან.

სკოლა დიდი ყურადღებას აქცევს არაფორმალური განათლების განვითარებას და დაგეგმვას. გასულ სემესტრში 7 პროექტი განხორციელდა. ამ სასწავლო წლის I სემესტრში კი დაგეგმილია შემდეგი პროექტები: რობოტიკის, მედიაწიგნიერების, მეცნიერების, ხელოვნების, მუსიკის, წიგნიერების მიმართულებით.

განხორციელებული კომპლექსური დავალებები კი შემდეგი გახლავთ:

1. საგანი: ხელოვნება

მასწავლებელი: გაიანე კობალიანი
გაკვეთილის თემა - „პეიზაჟი“, შემოდგომა

2. საგანი: ბუნება

მასწავლებელი: ოფელია გევორქიანი

გაკვეთილის თემა - „ჩვენი სკოლის ეზო“

3. საგანი: მე და საზოგადოება

მასწავლებელი: სირანუშ ვართანიანი

გაკვეთილის თემა - „ჩემი ოჯახი“

აღსანიშნავია, რომ 13 ოქტომბერს სკოლაში ასევე თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალედ და ყველა სტანდარტის დაცვით
ჩატარდა.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება