სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მცხეთის ისტორიული ძეგლები დაათვალიერეს
18-10-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად მცხეთას - ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოვლის ტაძარს ეწვივნენ. მოსწავლეებმა ამ ისტორიული ძეგლების მონახულებით დღესასწაული აღნიშნეს და ამ დღისადმი საკუთარი პატივისცემა გამოხატეს და ისტორიული ძეგლების შესახებ ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

გასვლითი აქტივობის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი პედაგოგი ამირან აბაშიძე გახლდათ.

მოსწავლეებმა სკოლის პედაგოგებთან და თანაკლასელებთან ერთად არაჩვეულებრივი დღე გაატარეს და მათ სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი დაუვიწყარი წუთები შეემატა.

მოსწავლე მეგი შაინიძე სასწავლო-შემეცნებითი ტურის შესახებ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 

„მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამედ ვარ სვეტიცხოველში ნამყოფი, ზღვა ემოციებს იწვევს ჩემში, რადგან იქ არის განთავსებული შუა საუკუნეების, საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა საკრძალავი და მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა ჩვენი ქვეყნისათვის. რამდენჯერაც არ უნდა ვნახო სულ ისეთი გრძნობა მაქვს რომ თითქოს პირველად შევადგი ფეხი ამ გასაოცარ ადგილას“, - ამბობს მეგი შაინიძე.

სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მოსწავლეებმა შეაჯამეს ორწლიანი წარმატებები, გაიხსენეს საინტერესო გაკვეთილები, პროექტები თუ გასვლითი აქტივობები

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, შერჩეულ ფაკულტეტზე ჩარიცხვას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება