სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვინ უკეთ იცის ფოლკლორი და მშობლიური კუთხის ხალხური შემოქმედება“​- საინტერესო კონკურსი გომბორის საჯარო სკოლაში
17-10-2022
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - თამარ არაბულმა და ლეილა  არჩემაშვილმა, V-X კლასების მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებისთანავე დაავალეს სახალხო  მთქმელებით მდიდარი მშობლიური კუთხის ხალხურ შემოქმედებას გასცნობოდნენ.

„ზოგადი განათლების  ეროვნული მიზნებიდან ერთ-ერთია - მოსწავლემ შეძლოს თავისი ქვეყნის ტრადიციებისა და  ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. 

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას კი მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეების ლექსიკური  მარაგის გამდიდრება და ცხადია, ეს ფოლკლორის შესწავლისასაც ხდება. 

ხალხური სიტყვიერების ჟანრის სპეციფიკის ამოცნობის უნარ-ჩვევების,ზეპირი და წერითი მეტყველების უნარების განვითარებისა და აგრეთვე მოტივაციის ამაღლების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასწავლებლებმა - თამარ არაბულმა და ლეილა არჩემაშვილმა, V-X კლასების მოსწავლეებს სასწავლო  წლის დაწყებისთანავე დაავალეს გასცნობოდნენ სახალხო მთქმელებით მდიდარი მშობლიური კუთხის   ხალხურ შემოქმედებას. 

იგი დაბეჭდილია ორ ფოლკლორულ კრებულში („გომბორელი  მოლექსეები“, ავტორ-შემდგენლები:  ლეილა არჩემაშვილი და ალექი ნეკრესელი, 1999 წ. და „ლექსობენ მთიელები“, 2011 წ. ავტორ-შემდგენლები - იგივენი) და ქართული ხალხური პოეზიის თორმეტტომეულის XII ტომში. ზემო ხსენებული  ორი ფოლკლორული კრებული თითქმის ყველა მოსწავლის ოჯახში ინახება.

მართლაც, მოსწავლეები გაეცნენ მშობლიური მხარის 46 მოლექსე-მოკაფიავის შემოქმედებას. ამ ინტერესს დაემატა ისიც, რომ წლეულსაც მეათე კლასში ერთ-ერთი არჩევითი საგანი ფოლკლორი და მითოლოგიაა. მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, გაემართათ სასკოლო კონკურსი - „ვინ უკეთ იცის ფოლკლორი და მშობლიური კუთხის ხალხური შემოქმედება“.

კონკურსის წინ მოსწავლეები სამ გუნდად გაიყვნენ და აირჩიეს ხელმძღვანელებად მერვეკლასელები. პირველმა გუნდმა კაპიტნობა ანდო ნიკოლოზ ხიბლაშვილს, მეორე გუნდმა - მარიამ ოსეფაშვილს, ხოლო მესამე გუნდმა - ელიზავეტა ელიზბარაშვილს. 

ღონისძიება ძალიან სახალისოდ, შინაარსიანად და საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს ანდაზების, გამოცანების, გათვლების, შელოცვების ცოდნა; უკვე იციან თავისი კუთხის ნიჭიერ ადამიანთა გვარ-სახელები, მათი კაფია-გალექსებანი; იციან, რომ მათ მშობლიურ მხარეში ფოლკლორული რესპუბლიკური ფესტივალების ორგზის ლაურეატი გიგლა ჭინჭარაული ცხოვრობს და  ორი: გრიშა აფციაური და ხვთისო წიკლაური (ისინიც ორგზის ლაურეატები) სოფელ გორანაში ცხოვრობდნენ. იციან, რომ „ხალხური პოეზია ზღაპრული ჭა არის: რამდენიც უნდა იღო წყალი, მაინც  არაფერი აკლდება“ (ვახტანგ კოტეტიშვილი).

კონკურსის ჟიურიში გახლდნენ პედაგოგები: ნათია ჭინჭარაული, ლელა მათიაშვილი და თამარ  არაბული. I, II და III ადგილზე გასული გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ გომბორის საჯარო  სკოლის სიგელებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ყველას უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის ავტორიზაციის მიღებით გამოწვეული დიდი სიხარულის გაზიარებისთვის!“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება