| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება - „კართან მოდგა შემოდგომა“ გაიმართა.
სასკოლო გარემო მასწავლეებთან ერთად, მშობლებმა და მოსწავლეებმა მორთეს.
გაიმართა სხვადასხვა აქტივობა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, ჩურჩხელები ამოავლეს და თათარა დააგემოვნეს. გარდა ამისა, ადგილზე რამდენიმე კერძი მეგრული სამზარეულოდანაც მოამზადეს.
ღონისძიებამ კარგად ჩაიარა, ყველამ სასიამოვნო დრო გაატარა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„როგორც ვიცით, შემოდგომის ფესტივალი დიდი ხანია არსებობს, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩაეყარა საფუძველი ამ დღესასწაულს .წელს დიდი ზარ–ზეიმით აღინიშნა. შემოდგომის სიუხვე, ნობათი და სილამაზე დაიბერტყა სკოლის ულამაზეს გარემოში. ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს პატარებმა. კიდევ კარგად გაითავისეს და გაიგეს უხვი, ბარაქიანი შემოდგომის აუცილებლობა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი