სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
17-10-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო ინტელექტუალური თამაშები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ საშემოდგომო სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა და გამარჯვებული გუნდებიც გამოვლინდნენ.

„Brains.ge-ს ერთ-ერთი მთავარი პროექტის ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ პირველი ეტაპი მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს -„ღონისძიების“ წესების სრული დაცვით ჩატარდა: სხვათა ჩარევისა და რაც მთავარია, კარნახის გარეშეც. მასში მონაწილეობა მიიღეს ყველა ასაკობრივი კატეგორიის მოზარდებმა.

რაულ გულბანის, სკოლის დირექტორის უშუალო მონაწილეობით და დახმარებით წამყვანმა, ელდინო იობაშვილმა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ელგუჯა ხარძიანმა, სკოლის ფიზიკური აღზრდის ორგანიზატორმა - მეათე-მეთორმეტე, მერვე-მეცხრე და მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასელების გუნდები პირობითი სახელწოდებებით: „მოაზროვნეები“, „აინშტაინი“ და „ტვინიკოსების“ გუნდები ერთ სივრცეში განალაგეს, შეარჩიეს გუნდის კაპიტნები და გონიერებს შორის გაცხარებული „ორთაბრძოლა“ დაიწყო.

მონაწილეები ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემისას განკუთვნილ დროშიც ჩაეტივნენ და მართლაც გონივრულად შერჩეულ შეკითხვებზე სწორი პასუხის შერჩევისას კარგადაც იხალისეს.

საინტერესოა, რომ ზოგადად სიტყვაძუნწმა მეხუთეკლასელმა, გიორგი ხარძიანმა და მისმა კლასელმა გიორგი მარგველანმა საკმაოდ ბევრ შეკითხვას სწორი პასუხები გასცეს. ასევე, როგორც ყოველთვის, ამ ღონისძიებაშიც იაქტიურეს მაღალკლასელებმა: მარინა ხარძიანმა, სალომე ხარძიანმა, მარი ხარძიანმა და სხვებმა.

საბოლოოდ კომისიამ გამარჯვებულებიც გამოავლინა. უკვე ცნობილია, ვინ წავა მესტიაში გამართული „ტვინების ბრძოლის“ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად.

ჩვენს სკოლაში ჩატარებული ღონისძიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სიხარულით უნდა აღვნიშნოთ, რომ Brains.ge-ს შემეცნებით- საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზატორი კომპანიის მიზანი ახალგაზრდებში არაფორმალური სხვადასხვა მეთოდებით ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარება და ამ გზით განათლების დონის ამაღლების კეთილშობილური მისია თანდათან ძალას იკრებს. შესანიშნავი ინტელექტუალური ეს თამაში მოზარდობის ასაკში ინტელექტის განვითარებისთვის ფასდაუდებელ სამსახურს გაგვიწევს - ერთხმად აღიარეს კალის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, რომლებიც ტურს ესწრებოდნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება