სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N3 სკოლის პედაგოგმა, თამარ გორგაძემ პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
17-10-2022
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივს 2022-2023 სასწავლო წელს კიდევ ერთი ახალი, კვალიფიციური პედაგოგი თამარ გორგაძე შეემატა.

ახლგაზრდა, მოტივირებული მასწავლებელი პირველი კლასის მოსწავლეებს ასწავლის. ის მუდმივად ცდილობს საინტერესოდ, სახალისოდ წარმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი ჩატარებული ბუნების გაკვეთილები - დუხაბორების მუზეუმის ეზოში, ასევე აქტივობა - ფოთლებით „ნახატების“ შექმნა და ა.შ.

ამჯერად, მასწავლებელმა მოსწავლეებთან საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით „შეაბრძანა“ ქართული ანბანი. პედაგოგმა და პირველკლასელებმა კლასისათვის გასაფორმებელი დეკორაციები: იები, წიგნი, ფერადი პეპლები შექმნეს და საკლასო ოთახი გაალამაზეს; გაეცნენ​ „ანბანეთის ამბებს“,  გამოჭრეს „ა“ და „ი“ ასო-ბგერები, შემდეგ გამოძერწეს, წაიკითხეს ტექსტი და დაწერეს „აი ია“.

ბავშვებს ძალიან მოეწონათ აქტივობები, რადგანაც ფერადი გაკვეთილი გამოუვიდათ და მონდომებით, მოტივირებულები შეუდგნენ ქართული ანბანის, კითხვისა და წერის შესწავლას. მოსწავლეთა მშობლებიც კმაყოფილებას გამოთქვამენ განხორციელებული აქტივობებისათვის.

დირექცია თამარ გორგაძეს გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება