სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახუნაოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს
17-10-2022
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კონცერტი გამართეს.

ღონისძიება დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ ახალიამ (დამრიგებელი ნონა ცანავა) და მესამე კლასის მოსწავლე მარიამ კალანდიამ (დამრიგებელი ლეილა ბაძაღუა) დაგეგმეს. 

კონცერტი სკოლის შესასვლელთან გაიმართა. მასში მოსწვლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. მათ სტუმრად სკოლის ყველა თანამშრომელი მიიწვიეს. 

კონცერტზე ლექსები წაიკითხეს ბარბარე ძიძიგურმა, ავთა სართანიამ, ჯემალ ცხოიძემ, მარიამ კალანდიამ, გიორგი ცანავამ, ნია სართანიამ და  აგრეთვე ლექსი წაიკითხა მომავალმა პირველკლასელმა - ბარბარე ცანავამ.

საცეკვაო ნომერი მეორე კლასის „ბრჭყვიალა გოგონებმა“ შეასრულეს. ბოლოს, წამყვანებმა მარიამ კალანდიამ და მარია ახალიამ, დამსწრე საზოგადოებას სვეტიცხოვლობა, ცეკვა აჭარულით მიულოცეს.

პედაგოგებმა კონცერტის ყველა მონაწილეს საჩუქრები გადასცეს. მოსწავლეებს მადლობა დირექტორმა გერასიმე კიკალიშვილმა გადაუხადა და წარმატება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება