სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხოფურის საჯარო სკოლას აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ლაშა ქურასბედიანის სახელი მიენიჭა
17-10-2022
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის ლაშა ქურასბედიანის სახელი მიენიჭა.

გადაწყვეტილება ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა მიიღეს. 

აღნიშნულ მოვლენას სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული მასშტაბური ღონისძება მიეძღვნა. მას ხოფურის მკვიდრი, პოეტი ირმა ქურასბედიანი უძღვებოდა. მოსწავლეები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა სახის აქტივობით წარდგნენ. მათ სტუმრებს ლაშა ქურასბედიანის ბიოგრაფია გააცნეს, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქურასბედიანი, ლაშას ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება მოსწავლეების მიერ შესრულებული მრავალჟამიერით დასრულდა.

ლაშა ქურასბედიანი 22 წლის ასაკში, 1992 წლის 1 სექტემბერს აფხაზეთში, ეშერასთან, მძიმე ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საველე მეტაურების წარდგინების საფუძველზე, 2019 წლის 17 ოქტომბრის, N 17/10/02 განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, ლაშა ქურასბედიანი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა (სიკვდილის შემდეგ) ოჯახმა ორდენი გადასცა ხოფურის საჯარო სკოლას, რომელიც განთავსდება სკოლაში საპატიო ადგილზე.

სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვა დაღუპული გმირის დამ - ეთერ ქურასბედიანმა წარმოთქვა. 

„გადაღლილ თვალებში სევდა რომ იმძლავრებს და ჯერაც უთქმელი დარდით ავივსებით, მაშინ მივხვდებით, რომ რაც დიდი დრო უნდა გავიდეს, დარდი მარად უთქმელი იქნება და გულის იარა მოუშუშებელი. ომი ომია და თავისი კანონები აქვს, ბრძოლის ველი სასაკლაოა, ჩვენ ჯიშს ჩაკვლას, უპირებდნენ და დენთის სუნით გაჟღენთილ გზას გაუყვნენ ბიჭები, გადაიღება სისხლისფრად სამყარო, საქართველოს ცას წყდებოდნენ ვარსკვლავები, დღეს ერთ-ერთ ვარსკვლავზე გვინდა გიამბოთ, ლაშა ქურასბედიანზე, ვაჟკაცზე, რომელიც ვრცელ ფილოსოფიურ ჩანაწერებში აღნიშნავს:,,ადამიანისთვის, იზრუნოს თავისი სულიერი სხეულის ასაგებად, ერთადერთი საშუალება შეუჩერებელი სულიერი სრულყოფაა, ყოვლისმომცველი, სუფთა, თავგანწირული. სული სავსე უნდა იყოს სათნოებით და სიყვარულით, სიყვარულით, რომელიც არ შეუძლია საჩუქრის დაბრუნება, რომელიც ყველაფერს იძლევა და უკან არაფერს თხოულობს. ცხოვრება სიკვდილის ველია, სიცოცხლე მზადებაა უფალთან შესახვედრად“,- ამ სიტყვებით მიესალმა დამსწრე საზოგადოებას ლაშას და ეთერ ქურასბედიანი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება