სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
13-10-2022
-
+


მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

ამ დღეს კლასში განსაკუთრებული აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებს დამრიგებელი მედეა კუპრეიშვილი იაკობ გოგოებაშვილისა და დედაენის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები მას უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ, შემდეგ კი ასოების სწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ.

პედაგოგმა მოსწავლეების ხასიათზე იზრუნა და ანბანის დაწყების გაკვეთილისთვის საზეიმო განწყობა შეუქმნა. 

გაიმართა ღონისძიება, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განახორციელეს. 

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

„იისფერი დღე იყო. იის სურნელით დამტკბარ ოთახში, თვალხატულა გოგო-ბიჭები მასპინძლობდნენ ქართულ ანბანს. მედიკო მასწავლებელთან ერთად, ყოველი დღე ზეიმია, ასე იყო დღესაც ლამაზი ლექსებით,სიტყვებითა და სიმღერებით დახვდნენ მოწვეულ სტუმარს, გულის და გონების კარი სიყვარულით გაუღეს და თბილი ბინა მიუჩინეს
„დედაენა სახარებაა ბავშვებისთვის ,ყოველი ქართული ასო კი ისეთი ლამაზია, გედის ყელით ნამღერს ჰგავსო"- უთქვამს დიდ იაკობს. ღმერთმა დალოცოს ანბანის შემოქმედი და ყველა ის ქართველი, რომლის გულშიც ქართული სიტყვა მზესავით აბრდღვიალებულა და ამზევებულა. მედიკო მასწავლებლის ძალისხმევით, ეს მზე კიდევ უფრო ამზევდება და აბრდღვიალდება. 25 პატარა ეზიარა აი-ია-ს მადლს“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება