სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებელი ერის ღირსების და უძლეველობის სიმბოლოა“- ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს
13-10-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.

მოსწავლეებმა პედაგოგის, ციალა ჭიხვარიას ხელმძღვანელობით მუსიკალურ - ლიტერატურული კომპოზიცია „მასწავლებელი მოდის“, მოამზადეს.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა ბავშვებს არც ამაგდარი პედაგოგები დავიწყებიათ, რომლებიც დღეს მათ გვერდით აღარ არიან. სასკოლო საზოგადოებამ პატივი მიაგო ღვაწლმოსილი მასწავლებლების ხსოვნას.

ასევე მადლობა გადაუხადეს იმ მასწავლებლებს, რომლებმაც დამსახურებული ჯილდო მიიღეს და სკოლა დატოვეს.

„5 ოქტომბერი - მასწავლებელთა ღირსების და ერის უძლეველობის დღესასწაული.

ეს დღე უჩვეულოდ დაიწყო ყველაფერს საზეიმო ელფერი დაჰკრავდა, ღელავდნენ პატარები, დიდი პასუხისმგებლობით ემზადებოდნენ საყვარელი პედაგოგებისთვის მასწავლებლის დღის მისალოცად.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ციალა ჭიხვარიამ მოსწავლეებთან ერთად მოამზადა მუსიკალურ - ლიტერატურული კომპოზიცია - „მასწავლებელი მოდის“. დარბაზში ისმოდა მასწავლებლის ჰიმნის საზეიმო ჰანგები, იყო თბილი და მოსაფერებელი სიტყვები - „მე ვარ შენი მოსწავლე, შენ ხარ მასწავლებელი“. მოსწავლეებმა მისცეს პედაგოგებს „ჯგუფური სამუშაო“, ჩაუტარეს „დიაგნოსტიკური ტესტირება“, „ცხელ სკამზე“ იჯდა პედაგოგი და პასუხობდა მოსწავლე-ჟურნალისტის კითხვებს.

სკოლას ასეთ საზეიმო დღეებში არასოდეს ავიწყდება პედაგოგები, რომელთა ნაკვალევზე აიგო ახალი სკოლა. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას და გაიჟღერა ინიციატივამ, რომელიც თაობებს გადასცემს ღვაწლმოსილი პედაგოგების უკვდავ სახელებს. 

კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა იმ პედაგოგებს, რომლებმაც დამსახურებული ჯილდო მიიღეს და სკოლას გამოემშვიდობნენ, თუმცა ყოველთვის აინტერესებთ სასკოლო ცხოვრება.

პედაგოგებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები - ეს იყო მოსწავლეების მიერ დამზადებული მისალოცი ბარათები, ყვავილები,  უამრავი ტაში და ემოციები.

ამდენი სითბოსა და სიყვარულისთვის ღირს მთელი წელი მუხლჩაუხრელი შრომა, ღამეების თენება და ცოდნის მწვერვალებისკენ გზის გაკვალვა პატარებისთვის.

მასწავლებელი ერის ღირსების და უძლეველობის სიმბოლოა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება