სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლას საკლუბო მუშაობისთვის საჭირო სასწავლო რესურსები გადაეცა
12-10-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლას საკლუბო მუშაობისთვის საჭირო სასწავლო რესურსები გადასცეს. 

სკოლა პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში STEM მიმართულებით საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად 10 საპილოტე სკოლათა შორის მოხვდა. პროგრამის ფარგლებში შერჩეული სკოლების წარმომადგენლები, სამუშაო ვიზიტით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებულ STEM მიმართულების კლუბ „ჩხირკედელას“ ესტუმრნენ. 
სწორედ იქ გადაეცათ საკლუბო მუშაობისთვის საჭირო სასწავლო რესურსები. 

სკოლაში კლუბს კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე უხელმძღვანელებს.

„ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები განთავსდება eTwinning-ის პლატფორმაზე და მონაწილეებს საშუალება გვექნება პროექტის პარტნიორი მოიძიონ არა მხოლოდ საქართველოს სკოლებიდან არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კეთებით სწავლების ხელშეწყობასა და STEM მიმართულების პოპულარიზაციას. პედაგოგები და ჩვენი მოსწავლეები ერთად  შევძლებთ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით STEM მიმართულების პოპულარიზაციას. უღრმესი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ბატონ ბერიკა შუკაკიძეს, პროგრამა eTwinning-ის ხელმძღვანელს ქალბატონ ხატია მატკავას ამ შესაძლებლობისათვის. გვჯერა, ეს პროექტიც წარმატებით დაინერგება და განხორციელდება ვარდისუბნის საჯარო სკოლაში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება