სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სასწავლო წლის შთამბეჭდავი დასაწყისი ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლაში
12-10-2022
-
+


15 სექტემბერს სასწავლო პროცესი ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე განახლდა. საქართველოს სკოლების კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. გამონაკლისი არ ყოფილა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლა. 

„კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო, იტყვიან. ასეა, დმანისის მუნიციპალიტეტის ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლაშიც“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც 2022-2023 სასწავლო წლის დაწყება დიდი ზეიმით აღინიშნა.

ეროვნული ჰიმნის ფონზე აღიმართა სახელმწიფო დროშა. მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა ისლამ მამედოვმა, დმანისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა, მაია ხმალაძემ; ქალაქის მერმა კობა მურადაშვილმა.

დირექციამ და პედაგოგებმა პირველკლასელებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს: მათ საზეიმოდ გადაეცათ სახელმძღვანელოები და სასწავლო კომპიუტერები. უფროსკლასელებმა წარმოადგინეს წარმოდგენა - „ქართული ანბანი“ („ანბანთქება“).

საზეიმო განწყობას აძლიერებდა ისიც, რომ გასულ სასწავლო წელს კიდევ ოთხმა პედაგოგმა მოიპოვა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

„ორმა საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა 60+1 და მეტი პროცენტით. გვყავს ლიდერი მასწავლებლებიც. რაიონის 14 საჯარო სკოლას შორის ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლაც არის ჩართული ავტორიზაციის პროცესში. ამ მიმართებით მუშაობა უკვე დაიწყო. გაკეთებული ძალიან ბევრია. ახლა, ზუსტდება კიდევ რისი გაკეთებაა საჭირო. დისციპლინა და ორგანიზებულობა პროფესიული სრულყოფისათვის ზრუნვა - სკოლის დირექციის ეს მოთხოვნა და ყოველდღიური შრომა გახდება ავტორიზაციის წარმატებით გავლის საფუძველი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება