| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
მეათეკლასელებმა, დამრიგებლის, სოფიო ცერცვაძის ხელმძღვანელობით, პედაგოგთა პროფესიულ დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის ინგლისურენოვანი გაზეთი, გააკეთეს ფოტოკოლაჟი, თამაშში გამოიწვიეს სკოლის დირექტორი. მეათეკლასელებმა ასევე ისაუბრეს, ამ დღის დაარსებაზე, მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მასწავლებელთა ღვაწლსა და ამაგზე. ბოლოს, კი პატივი მიაგეს პირველი მასწავლებლის ხსოვნას.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ უდიდეს წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში დებენ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი