სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგს, თეა სამხარაძეს საუკეთესო მასწავლებლის ტიტული რესურსცენტრისა და გამგეობის ინიციატივით მიენიჭა
09-10-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგს, თეა სამხარაძეს საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს.

„5 ოქტომბერს ზესტაფონის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პედაგოგის დღესთან დაკავშირებით საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მიანიჭა სკოლა ანაბასისის“ ხარისხის განვითარების მენეჯერს, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების წარმატებულ პედაგოგს თეა სამხარაძეს. ვულოცავთ ქალბატონ თეას ღირსეულ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

დროთა განმავლობაში იცვლებოდა და იცვლება სასკოლო განათლების სისტემა, თეა სამხარაძე ყველა პერიოდში ცდილობს სწავლებაში გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები, იზრუნოს მოსწავლეთა როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე, მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებასა და სხვადასხვა ორიგინალურ საშინაო დავალების შერჩევაზე, რომელიც მოსწავლეს განუვითარებს როგორც, შემოქმედებით, ასევე კრიტიკულ აზროვნებასაც. თავის საქმიანობაში ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეთა როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაზე. წლების მანძილზე თეა სამხარაძე წარმატებით ხელმძღვანელობს სხვადასხვა სახის სასწავლო პროექტებს, მისი მეურვეობით სამოქალაქო განათლების კლუბმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ის აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის კონკურსებსა და ოლიმპიადებში.

მისი პროექტებით სკოლამ არაერთხელ მოიპოვა გრანტი. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე დასახელებულ იქნა 2016 წლის იმერეთის რეგიონის წარმატებულ პედაგოგად, ხოლო 2020 წელს წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მიენიჭა. მას უყვარს თავის პროფესია, სწავლების პროცესში ყურადღებას ამახვილებს არამარტო საგნის სწავლებაზე არამედ ცდილობს, მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს სოციალური თვისებები, საგნის სწავლების პროცესში აქტიურად იყენებს საგანთა შორის კავშირს, ყველა საკითხს განიხილავს გრძელვადიანი მიზნის პერსპექტივით და ცხოვრებისეულ მოვლენებთან კავშირში. მუდმივად ზრუნავს პოზიტიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად, სადაც ყველა მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესში თანაბარი ჩართვის შესაძლებლობა.

მასწავლებლობა ერთ-ერთი უჩვეულო პროფესიაა. საინტერესო და საპასუხისმგებლო. ერთი მხრივ, სასიამოვნოა მოზარდებთან ურთიერთობა, მოსწავლეთა პიროვნული ფორმირების პროცესში მონაწილეობა, ხელშეწყობა, მეორე მხრივ ვალდებულება, საკუთარი გონება, ინტელექტი და თავისუფალი აზროვნება მიმართო ბავშვებისკენ, რომელთა მომავალიც შენს ხელშია. ეს ის პროფესიაა სადაც საკუთარი თავის რეალიზება შეიძლება . ასე ესმით სკოლა „ანაბასისის“ ღირსეულ პედაგოგიურ საზოგადოებას, რომლებიც ერთად ქმნიან სასკოლო კულტურას და არა ერთ წარმატებას აღწევენ სწავლა-სწავლების პროცესში.

„სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია, არამცთუ სვე–ბედი მომავლის თაობისა, არამედ სვე–ბედი თვითონ ქვეყნისაც“

მასწავლებლის დღეს გილოცავთ მეგობრებო და მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისათვის!“- აღნიშნულია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დაჯილდოვების ვიდეო, პედაგოგის სამადლობელი სიტყვა და ფოტოები დეტალურად, იხილეთ ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

განათლების სამინისტრომ კონკური გამოაცხადა - შერჩეული აპლიკანტები გრანტის სახით 35000 ლარს მიიღებენ

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

რა გამოცდილება და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებს სტატუსის მიხედვით - ახალი მოთხოვნები ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება