სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბევრი სიურპრიზი და გულთბილი სიტყვა - ტობანიერის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე საზეიმოდ აღინიშნა
07-10-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის პროფესიული დღე სიურპრიზებით აღსავსე იყო.

დილით მისულ მასწავლებლებს მეორეკლასელები ყვავილებით შეეგებნენ, ხოლო მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ლექსები და წრფელი სიტყვები მიუძღვნეს. ემოციური აქტივობები ამით არ დასრულებულა, სკოლის მოქმედმა მასწავლებლებმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს, სახლში პირადად მიულოცეს პროფესიული დღე. ამაღელვებელმა შეხვედრამ თითოეულ მათგანს წარუშლელი შთაბეჭდილებები დაუტოვა.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ამაგდარ მასწავლებლებს ულოცავს პროფესიულ დღეს და თითოეულ მათგანს გაწეული შრომისა თუ თავდადებისთვის გულწრფელ მადლობას უხდის.

პედაგოგებმა ემოციური წერილი გაავრცელეს, სადაც მასწავლებლის დღის ემოციებზე გულწრფელ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.

„ეს დღე განსაკუთრებულია ყველა მასწავლებლისთვის, მით უფრო თუ ის სიურპრიზებითაა დატვირთული… სწორედ ასეთი იყო მასწავლებელთა დღე ჩვენს სკოლაში.

სკოლის ჭიშკართან მისულებს განსაკუთრებულად მოფუსფუსე ბავშვები მოგვხვდა თვალში. ეზოში ყვავილების თაიგულითა და მილოცვებით შემოგვეგებნენ ჩვენი ციცქნა მე-2 კლასელები (დამრიგებელი: ლანა ცირამუა), ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. მეორე სიურპრიზი მე- 7 კლასელებისაგან გველოდა (დამრიგებელი: ელგა რამიშვილი) მასწავლებლისადმი მიძღვნილი  ლექსებით, თბილი სიტყვებით მოგვეფერნენ სკოლის შენობის შესასვლელთან  და სამახსოვროდ მათ მიერ დამზადებული ბუკლეტები გადმოგვცეს! მადლობა ამ საოცრად პოზიტიური დღისთვის ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს !

დღის კულმინაცია ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი  პედაგოგების მონახულება და მილოცვები იყო. სკოლის პედკოლექტივისა და დირექტორის ინციატივით შედგა ლამაზი დღე. ამაღელვებელი იყო 93 წლის გოგუცა მასწავლებლის და 87 წლის უსაყვარლესი გულნარა მასწავლებლის მონახულება. მათი სიხარულით აელვარებული თვალები და გულაჩუყებული შეხვედრა არასოდეს დაგვავიწყდება. გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები. გულნარა მასწავლებლის სიტყვები - „დღეს მეორედ დავიბადე“ განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო. სევდანარევი სიხარულით წამოსულნი  ვფიქრობდით-რა ცოტა რამაა საჭირო გააბედნიერო ადამიანი.

გულთბილი სიტყვებით ჩვენი სიყვარული და პატივისცემა სკოლიდან პენსიაში  სულ ახლახან  გასულ მასწავლებლებსაც გავუზიარეთ: ვიოლა ბუბუტეიშვილს, ინეზა ინასარიძეს, მადონა ბურკაძესა და როზა ხვიჩიას! მათი დიდი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი სიყვარულით არაერთი თაობა აღიზარდა! 

ჩვენო ძვირფასო ღვაწლმოსილო მასწავლებლებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გისურვებთ!“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება