სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლის უპირობო სიყვარული“- ჯუნა ცხოვრებაძე, ბებნისის საჯარო სკოლის დირექტორი
09-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის დირექტორის, ჯუნა ცხოვრებაძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.  

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- სასიამოვნო და ლამაზი გარემო შევქმნათ სკოლაში, განსაკუთრებით პირველკლასელთათვის. მინდა ეს დღე დაუვიწყარი იყოს მათ ცხოვრებაში.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი....

- მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა გაცილებით მეტია ვიდრე ინფორმაციის გაცემა-მიღება. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლის უპირობო სიყვარული. აჩვენეთ მათ, რომ თქვენ არამხოლოდ ასწავლით მათ არამედ ზრუნავთ კიდეც მათზე. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველაზე ფაქიზ, ყველაზე სათუთ, ყველაზე ლამაზ ქმნილებას წვრთნით.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა. თანამედროვე სტანდარტით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რაც მრავალი სკოლისთვის მხოლოდ ოცნებაა. კვალიფიციური კადრი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეები.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- იყო მოსწავლის საუკეთესო მეგობარი, ეხმარებოდე მას პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის განვითარებაში. მან უნდა შეძლოს მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა და დაეხმაროს მას საზოგადოებაში ღირსეული ადგილის პოვნაში. ითვალისწინებდეს მოსწავლის ინტერესებს და ურთიერობა დაამყაროს ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- გაკვეთილი რთული პროცესია, რომელშიც ერთდროულად დაახლოებით, 15-დან 25-მდე ბავშვი მონაწილეობს, თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული ინტერესები, შესაძლებლობები, პიროვნული თავისებურებები. ამიტომ საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებელმა უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის ჩართულობა, შექმნას შემოქმედებითი აღმოჩენების ხელშემწყობი გარემო, აღძრას მოტივაცია და ამავდროულად თავიდან აიცილოს დისციპლინის დარღვევები.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- აღარასოდეს დაბრუნდეს პანდემიის პერიოდი და შევძლოთ ჩვენ უსაყვარლეს მოსწავლეებთან პირისპირ  კომუნიკაცია.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა... 

- ბავშვობიდან მახსოვს მამის რჩევა-დარიგება. „შვილო, თუ განათლება გექნება ხომ კარგი, მაგრამ არასოდეს დაივიწყო, რომ ადამიანი ხარ, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი“. რამდენად გამომდის არ ვიცი, ამას ალბათ ჩემი ახლობლები, კოლეგები, მოსწავლეები და ის ადამიანები შეაფასებენ, ვისთანაც ხშირი კომუნიკაცია მაქვს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

რომელ რესურსცენტრშია ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე

მთავრობის დადგენილება საჯარო სკოლებსა და ბაღებს ეხება - განისაზღვრა 5 კატეგორია

სკოლებში ჩატარეული მონიტორინგის შედეგებს სპეციალური საბჭო განიხილავს - დეტალები და სია 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„აქტივობამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ენის სიწმინდის დაცვა“

მარიამ ქუქიშვილმა წარადგინა ესსე თემაზე - „სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება დიდი საქმე“.
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება