სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩვენი სკოლისთვის საამაყოა, რომ აღვზარდეთ ახალგაზრდები, რომლებიც მოწყურებულნი არიან სწავლას“-რუბენ ვარდანიანი, ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორი
09-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორის, რუბენ ვარდანიანის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- შევუქმნა საზეიმო განწყობა მოსწავლეებს და მასწავლებლებს, რათა უხაროდეთ სკოლაში მოსვლა.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყვი...

- უყვარდეთ მოსწავლეები, იყვნენ კოლეგიალურები და იზრუნონ პროფესიული დონის ამაღლებაზე.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- აღვზარდეთ ახალგაზრდები, რომლებიც მოწყურებულნი არიან სწავლას, სხვადასხვა უნივერსიტეტებში აბარებენ უმაღლესი ქულებით.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- მშობლებთან მჭიდრო ურთიერთობით მოაგვარონ თითოეული ბავშვის საჭირბოროტო საკითხები, აღზარდონ და ჩამოაყალიბონ სრულფასოვან ადამიანად.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- საგაკვეთილო კულტურის ჩამოყალიბება, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთპატივისცემა.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- სასწავლო პროცესის მშვიდობით ჩატარებას, ჯანმრთელობას და წარმატებას.

- რჩევა რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- მამაჩემი მირჩევდა, რომელიც წლების განმავლობაში სკოლაში დირექტორად მუშაობდა - „ღირსეულად  იმუშავე და ემსახურე საქართველოს, განათლებას, სკოლას და სოფლის მოსახლეობას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება