სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დამწყებ პედაგოგს ვეტყოდი, პირველ რიგში უყვარდეს ბავშვი, სკოლა და საგანი, რომელსაც ასწავლის“-ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე
08-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წელს და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორ მარინა ხვედელიძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- შევქმნა ისეთი ატმოსფერო და გარემო, რომ შემდგომ, სასწავლო წლის განმავლობაში ეფექტიანად და წარმატებით ფუნქციონირებდეს სკოლა და ის საზოგადოება, რომელიც დასაქმებულია სასწავლო დაწესებულებაში.

- დამწყებ პედაგოგს ვეტყოდი...

- რომ პირველ რიგში უყვარდეს ბავშვები, სკოლა და საგანი, რომელსაც ასწავლის. იყოს მუდმივად სიახლეების ძებნაში და თავის პროფესიის განვითარებაში.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- მაგარ გუნდად ჩამოყალიბებული კოლექტივი, რომლსაც გააჩნია ერთმანეთის ნდობა, რწმენა, ეს კი ერთად გუნდურად მუშაობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის სტიმულს გვაძლევს .

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- დამრიგებლის მოსწავლეებთან ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას. დამრიგებელმა უნდა შეძლოს ყველა მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია ...

- მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და მათი თანაბრად ჩართულობა.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- სწავლა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და მასწავლებელთან ერთად არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ...

- იყავი ყველას მეგობარი, მრჩეველი, გვერდში მდგომი და არა მბრძანებელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება