სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია დისციპლინა, აქტივობების მრავალფეროვნება, ყველა მოსწავლის ჩართულობა“-წალენჯიხის N6 სკოლის დირექტორი მაია მესხია
08-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორ მაია მესხიას ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- ვიყო ძალიან პოზიტიური და დადებითი აურა შევქმნა სკოლაში.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- ნებისმიერი საქმის დაწყება რთულია, მაგრამ ნუ შეეშინდებათ. გამოცდილი პედაგოგები მათ გვერდით არიან.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც წელს გახდნენ სტუდენტები.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- იცნობდეს თითოეული მოსწავლის ცხოვრებას და იყოს მათი სულიერი მეგობარი.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- დისციპლინა, აქტივობების მრავალფეროვნება და ყველა მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში შესაძლებლობის ფარგლებში.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- მოსწავლეთა აკადემიური ხარისხის გაუმჯობესებას. სასკოლო პროექტების განხორციელებას.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- მოუსმინე, გაიაზრე და მერე მიიღე გადაწყვეტილება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება