სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი აქტივობები, მიდგომები, სტრატეგიების სწორად შერჩევა“-​სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორი ელზა მაკარაძე
08-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ელზა მაკარაძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- პოზიტიურად შევხვდე ყველას: მშობელს, პედაგოგებს და განსაკუთრებით მოსწავლეებს. მათთვის პირველი დღის შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების მანძილზე ილექება მეხსიერებაში. განსაკუთრებით ვეფერები პირველკლასელებს, მათთვის ეს უცხო გარემო მინდა სითბოთი და სიყვარულით სავსე გავხადო.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- რომ, პედაგოგი ეს ყველა პროფესიაზე უფრო ძლიერი პროფესიაა. მათ შეუძლიათ მოსწავლის ცხოვრებას მისცენ სასურველი მიმართულება და სწორედ, პედაგოგზეა დამოკიდებული როგორი გაიზრდება ბავშვი. ამასთანავე, სულ ახალგაზრდებში მუშაობა პედაგოგის მძიმე სამუშაოს „ამსუბუქებს“.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- რადგან უამრავი წარმატებული თაობა აღზარდა: მეცნიერი, მეწარმე, ბიზნესმენი. განსაკუთრებით ვამაყობთ ედნარ დიასამიძის სახელით, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაეცა და სკოლა დღეს მის სახელს ატარებს.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- მეგობარს, დედას და საყრდენ ძალას, რომელთანაც ნახევარ ცხოვრებას ატარებს ბავშვი.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- მრავალფეროვანი აქტივობები, მიდგომები და სტრატეგიების სწორად შერჩევა, რათა არცერთი ბავშვი არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- ვინაიდან სასწავლო წლის დაწყებას საქართველოში ვერ ვხვდები, ვისურვებდი ბედნიერ, მშვიდობიან და შედეგიან სასწავლო წელს.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- მამა, რომელიც ასევე სკოლის დირექტორი იყო მითხრა: „დირექტორობის ამბიციაზე დაფიქრება გმართებს, შენ უფროსი კი არ ხარ, არამედ მთელი სკოლის ტკივილი უნდა გტკიოდეს და სიხარული გაიზიარო, თუ ამას ვერ შეძლებ „განდიდების“ სურვილი ნუ დაგაბრმავებსო“ - დღემდე ყოველ კაბინეტში შესვლაზე ექოდ ჩამესმის ეს სიტყვები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება