| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორ სვეტლანა რურუას ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...
- ვიყო მაქსიმალურად მობილიზებული. არ შევიმჩნიო ღელვა, რომელიც მუდმივად ახლავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი ...
- არ შეუშინდნენ გამოწვევებს. დაიხარჯონ ბოლომდე იმ საქმისათვის, რომელსაც ემსახურებიან. კარგად გაიაზრონ, რომ მათ აბარიათ ორი ყველაზე ძვირფასი რამ - ბავშვი და ქვეყნის მომავალი.
- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა ...
- ის რომ, მიუხედავად უამრავი სირთულისა და გამოწვევისა ჩვენ შევდექით როგორც სკოლა, რომელმაც ბევრი ჯანსაღი სულის, ნათელი გონების და ქვეყნის მოყვარული ადამიანი შემატა სამშობლოს. ყოველი მათი წარმატება - ჩვენი წარმატებაა და მარცხსაც მათთან ერთად განვიცდით.
- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს ...
- მიიღო და შეიყვარო ყოველი მოსწავლე ისეთი, როგორიც არის. ეცადო მათი კარგი თვისებები გამოკვეთო, დაუდგე გვერდით მაშინაც კი, როცა თავს მიტოვებულად და გარიყულად იგრძნობს. მიუდგე ინდივიდუალურად და ცოდნასთან ერთად მისცე საკუთარი თავის, შესაძლებლობების რწმენის ძალა.
- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...
- თუ როგორი საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება გაკვეთილი.
- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი ...
- მოსწავლეების ანთებულ თვალებს, სწავლის უდიდეს წადილს, ნაკლებ ავადობას და წარმატებას საგანმანათლებლო პროცესში.
- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ...
- ეს არის ბ. კავერინის სიტყვები წიგნიდან „ორი კაპიტანი”- „იბრძოლე და ეძიე. ჰპოვე და უკან არ დაიხიო“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი