სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექციას სასკოლო ფორმის დაწესება შეუძლია, თუმცა თუ მოსწავლეს საშუალება არ ექნება, ფორმა სკოლამ უნდა შეუძინოს
08-10-2022
-
+


სასკოლო ფორმა - ეს ის საკითხია, რომელზეც მშობლების მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა.

მშობლებთან ერთად, პედაგოგების ნაწილი სასკოლო ფორმის დაწესებას მიესალმება. მათი განმარტებით, მოსწავლეების მხრიდან სასკოლო ფორმის ტარება მოაგვარებდა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ჩაცმულობის გამო ჩაგვრა, ასევე აღარ იქნებოდა სკოლაში შეუსაბამო ტანსაცმლით გამოცხადების ფაქტები.

მშობელთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა ერთგვარი დისკრიმინაციაა, რადგან ბავშვები იძულებულნი იქნებიან ატარონ ისეთი სამოსი, როგორიც შეიძლება არ სურდეთ, ასევე ვერ ექნებათ თავიანთი ჩაცმის სტილი და გარკვეულწილად, შეიზღუდება გამოხატვის თავისუფლებაც.

აქვს თუ არა დირექციას უფლება, რომ დააწესოს სასკოლო ფორმა?

ამ საკითხს ზოგადი განათლების შესახებ კანონი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, სკოლას უფლება აქვს, დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება.

ცნობისთვის, მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მშობლებს სასკოლო ფორმა არ სურთ, ფინანსური ხარჯია. სასკოლო ფორმის დამზადება თანხასთანაა დაკავშირებული და დიდი ალბათობით, მოსწავლეს ერთზე მეტი ფორმა დასჭირდება (როგორც გამოსაცვლელად, ასევე სეზონის მიხედვით).

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ კანონმდებლობის მიხედვით, სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება