სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სუპის დაძალების ტრადიცია მემკვიდრეობით გადადის - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წვნიანს აუცილებლობად არ მიიჩნევს
08-10-2022
-
+


ბავშვმა წვნიანი აუცილებლად უნდა ჭამოს! - ეს ფრაზა ისმის ყოველთვის... გვესმოდა ჩვენს ბავშვობაში უფროსებისგან და საკუთრ შვილებსაც ასე ვზრდით, მაგრამ რეალურად, მართლაც ასეთი აუცილებელია წვნიანი ბავშვის ორგანიზმისთვის?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ყველა დროის აქტუალურ კითხვას პასუხობს:

„პაციენტებს ხშირად ვეკითხები კვების რეჟიმის შესახებ, განსაკუთრებით, როცა პაციენტი ბავშვია. უმრავლეს შემთხვევაში, ერთნაირი სცენარია ხოლმე: დედა ან ბებია ძალიან უკმაყოფილო აღნიშნავს, რომ ბავშვი ძალიან ცუდად იკვებება. რომ ჩავეკითხები, აღმოჩნდება, რომ უკმაყოფილების მიზეზი არის ის, რომ „არ ჭამს წვნიანებს“. ბავშვს სახეზე აწერია, რომ ამ თემაზე ორთაბრძოლები აქვს ოჯახში გამოვლილი. რატომ არის ასეთი დაჟინებული მოთხოვნა უფროსების მხრიდან, რომ ბავშვმა წვნიანი საჭმელი მიიღოს, ბოლომდე ჩემთვის გასაგები არ არის.

თუ ბავშვი (ცხადია, მოზრდილიც), ადეკვატურად იღებს საკვებს, ჭამს ბოსტნეულს და ხილს, სვამს წყალს, წვნიანი რატომ არის ასეთი აუცილებელი? ზოგისთვის ბავშვობის მწარე მოგონებაა სუპებს რომ აძალებდნენ და მერე თვითონ აძალებს თავის შვილს, თითქოს ეს ტრადიცია მემკვიდრეობით გადადის და თან არავინ იცის, რატომ. უკვე წინასწარ ვიცი უკმაყოფილო კომენტარების შინაარსი, რაც ამ პოსტის ქვეშ დაიდება და მათ წინასწარვე მინდა ვკითხო: სუპის სარგებლობა შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ შეიცავს ბოსტნეულს და სითხეს, იწვევს სისავსის შეგრძნებას და წვნიანის ჭამით შეიძლება ნაკლები კალორია მივიღოთ. თუ ბავშვი ბოსტნეულსაც იღებს და წყალსაც სვამს, აუცილებლად ერთად მოხარშული რატომ უნდა მიიღოს, მით უმეტეს, რომ უმი ბოსტნეული ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე სუპში მოხარშული და უმეტეს შემთხვევაში სარგებლობადაკარგული. რა ვიცი, არა მგონია დღეს ჩვენი ბავშვების კვებაში ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ბევრად უფრო მეტი და მნიშვნელოვანი არასწორი ელემენტებია ჩვენი ბავშვების და მოზარდების კვების რეჟიმში“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება