სიახლეები
სიახლეები

„საგამოცდო სამზადისის გამო, შვილს დაბადების დღეც ვერ მივულოცე... სამინისტრო და საგამოცდო ცენტრი - რას აკეთებთ მასწავლებლების ხელშესაწყობად?“
15-07-2022
-
+


დღეს, 15 ივლისს პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდის მეორე ვარიანტს აბარებენ. წინა ტესტირებიან გამოსულები, საგამოცდო დროის სიმცირეს უჩიოდნენ და მზია მიქავამ სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელი პოსტიც გაავრცელა, სადაც დეტალურად საუბრობს, თუ რა შენიშვნა აქვს გამოცდების ეროვნულ ცენტრთან. მასწავლებლის სტატუსს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ვიცი, ყველას გაინტერესებთ და ბარემ აქ დავწერ:შავ ფურცელზე ყველა საკითხი დავწერე, პასუხების ფურცელზე კი მხოლოდ ერთი საკითხის გადატანა მოვასწარი, გადავიტანე ფუნქციური წერა, და 31- საკითხის გადატანა სრულად ვერ მოვასწარი, რადგან გადატანა ბოლოდან დავიწყე, არცერთი სხვა საკითხი საკითხები არ მერთულა, არც ერთი გაუგებარი დავალება და ტერმინი არ შემხვედრია. ვიმუშავე გემრიელად არ მითხრათ, ამიტომაც ვერ მოასწარიო, გაუაზრებლად და გადარბენით მე ვერ წარმომიდგენია ამ დავალებების შესრულება... რჩევა კოლეგებს: მაქსიმალურად აკონტროლეთ დრო! და წარმატებები თქვენ.

ახლა კი მივმართავ გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს: პროტესტს გამოვთქვამ საგამოცდო დროსთან დაკავშირებით, ამ რაოდენობისა და სირთულის დავალებების შესასრულებლად არ არის საკმარისი 4 საათი! საჭიროა სულ მცირე 4,5 ან 5 საათი!!!

თუ ვინმე მეტყვის, სხვამ თუ მოასწრო, შენი ინდივიდუალური პრობლემააო, გეტყვით, რომ ჩემი მასწავლებლობის მანძილზე 5-ჯერ მაქვს სასერტიფიკაციო გამოცდა პირველსავე გასვლაზე წარმატებით ჩაბარებული და ვარ სამგზის სერტიფიცირებული. პირველი გამოცდა 2011 წელს ჩავაბარე პროფესიულ უნარებსა და დაწყებითის (1-4) საგნობრივში, მაშინაც პრობლემა დროის სიმცირეში იყო, გაჭირვებით ესწრებოდა დიდძალი და მრავალფეროვანი დავალებები და პედაგოგები დიდხანს წუხდნენ და აპროტესტებდნენ ამ პრობლემას.

კითხვით მივმართავ საგამოცდო ცენტრს: ვთქვათ თქვენ საკმარისად მიგაჩნიათ ეს დრო(?), და მაინც დამატებით ნახევარი ან 1 საათიც რომ გამოუყოთ მასწავლებლებს, რატომ არა, დამკვირვებლები დაიღლებიან თუ მასწავლებელი იმ ნახ. საათში იმას მოიფიქრებს, რაც არ იცის? მე, მასწავლებელი, ხომ ვარ ვალდებული, გავითვალისწინო მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები და მეთოდები, რესურსები და დროც უნდა მოვარგო მათ საჭიროებებსა და უნარებს. თქვენ განათლების სამინისტრო და საგამოცდო ცენტრი რას აკეთებთ მასწავლებლების ხელშესაწყობად?

თქვენ რაც გააკეთეთ, არის ის, რომ ნოემბრის ბოლოს, გამოცდამდე 8 თვით ადრე დადეთ აურაცხელი ოდენობის სარეკომენდაციო ლიტერატურა, რომლის გადაკითხვასა და საფუძვლიან გააზრებას 1 წელიც არ ეყოფოდა, მით უმეტეს, პრაქტიკოსი პედაგოგისთვის, რომელიც ბოლო 2 წლია ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობს და ისედაც ძალიან დატვირთული და გადაღლილია (არაფერს ვამბობ იმაზე, რომ პედაგოგის ცხოვრებაში ოჯახი და პირადული საკითხები არ მოიაზრება...).

პირველად ტარდებოდა წელს ეს გამოცდა, ყველა დაძაბული იყო, არ იცოდნენ რა ტიპის იქნებოდა, ამ მიზეზით მაინც გაგეზარდათ დრო... ან აპრობაციაზე შემოგეტანათ ანალოგიური სირთულისა და მოცულობის დავალებები და ზუსტად გამოგეთვალათ დრო!!!

თქვენ გააკეთეთ ის, რომ ჩაკალით მასწავლებლებში მოტივაცია, არ დაუფასეთ კომპიუტერთან და მობილურებთან თვალებამოღამებულებს შემართება და ძალისხმევა! (იმედია, სხვები წარმატებით გაართმევენ თავს და ღმერთმა ქნას, მე ერთადერთი აღმოვჩნდე ), აი, ეს გააკეთეთ თქვენ, მეტი არაფერი!

და ბოლოს, თხოვნა მაქვს საგამოცდო ცენტრთან, გასწორდეს ჩემი და იმ პედაგოგთა ნაშრომები შავ ფურცლებზე, რომლებმაც ჩემსავით ვერ მოასწრეს პასუხების ფურცელზე გადატანა (ასეთი ჩემს სექტორში 15-დან კიდევ 9 მასწავლებელი იყო) და შეფასდეს იმის მიხედვით

მოვითხოვე შავი ნაწერი სახლში წამოსაღებად, უბრალოდ ინტერესი მკლავს, თუ რა გავაკეთე - უარი მითხრეს, და უკან თვლით ჩაიბარეს ჩემ მიერ გადაჭრელებული სამი თაბახის ფურცელი, ჰო და, თუ თქვენთან უნდა ინახებოდეს, მაშინ რატომ ვერ გაასწორებთ? და თუ არ უნდა გაასწოროთ, მაშინ თქვენთან რატომ უნდა ინახებოდეს?

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი გააკეთეს მოტივირებულმა მასწავლებლებმა, რომლებიც გაურკვევლობაში მყოფ (ღვთის ანაბარა მიტოვებულ) მასწავლებლებს გვერდით დაუდგნენ და გათენებული ღამეების ფასად, სრულიად უანგაროდ ეხმარებოდნენ მზია კახაძე, ნატალია თურქაძე Rusa Gonashvili ეკატერინე შარაშიძე როლანდ ხოჯანაშვილი Maya Lapiashvili თიკო ლობჯანიძე და კიდევ სხვები, თქვენ არც მათი შრომა დააფასეთ! და ყველაზე მეტად ეს მენანება, ყველაზე მეტად მათს ამ კეთილშობილურ ინიციატივებს ვაფასებდი და ვუფრთხილდებოდი... და მადლობა თქვენ, საოცარო ადამიანებო

ისევ წარმატებები და წარმატებები ყველას...

P.S. და ბოლოს ბოდიში ჩემს შვილს, 7 ივლისს რომ საგამოცდო სამზადისის გამო დაბადების დღე ვერ მივულოცე! ბოდიში მეორე შვილს, ოკეანის გაღმა 3-4 დღეში ერთხელ რომ ძლივს ვურეკავ (იქნებ როგორ სჭირდება ჩემთან საუბარი)! ბოდიში მეუღლეს, სახლს რომ ვერ ვულაგებდი და სადილს ვერ ვუმზადებდი! ბოდიში მეგობრებს, ზარებზე რომ ვერ ვპასუხობდი, განსაკუთრებით, Irma Chinchaladze -ს, რომ ვერ ვურეკავდი! ბოდიში ყველა ახლობელს, ვისაც დრო და ყურადღება სულ ტყუილად მოგაკელით! გპირდებით, თუ ნაეკი არ გაითვალისწინებს ჩემს საფუძვლიან პრეტენზიასა და თხივნას, ეგრევე ვწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას (მართლა!) და ჩემი ყურადღება სრულად დაგეთმობათ თქვენ, ან სულაც დავასრულებ პედაგოგიურ საქმიანობას (პენსიამდე ჯერ საკმაოდ შორია, მაგრამ ეტყობა მაინც დავბერდი) მგონი, ასე უფრო მშვენიერი იქნება ცხოვრება.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების გამოცხადების ვადა ცნობილია

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება - ვადები და ინსტრუქცია

„საქვეყნო მნიშვნელობის ოჯახები“ ზრდიან სახელმწიფოებრივ განვითარებაზე ორიენტირებულ შვილებს“...

რა უნდა იცოდეთ, რომ მაღლი ქულა მიიღოთ ინგლისურის გამოცდაში - მნიშვნელოვანი რჩევები, სიტყვებისა და დამხმარე სიტყვების ჩასმის დავალების კარგად შესასრულებლად

თითოეულ ბაღში აღსაზრდელთა სწრებადობა და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ციფრული მატარებლებით გადამოწმდება

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეები დაინტერესდნენ კანიონებით, ჩანჩქერებით, მოეწონათ ნავებით გასეირნება

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება