სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ყველაზე კარგი ის წლებია, რაც სკოლაში გავატარეთ“ - აბიტურიენტები რუსული და გერმანული ენის გამოცდის საკითხებზე
13-07-2022
-
+


უცხოური ენის გამოცდები დღეს სრულდება. აბიტურიენტები მეორე სესიაზე რუსულ, გერმანულ და ფრანგულს ენებს აბარებენ. როგორც 175-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა განაცხადეს, ტესტი რთული სულაც არ ყოფილა:

„რუსული ვწერე, თემები კონკრეტულად არ მახსოვს. ჩემთვის რთული არ იყო. მოსმენის ნაწილს რაც შეეხება, ტექსტი კარგად ისმოდა“;

„რუსული ენა დავწერე. რთული საერთოდ არ იყო. გრამატიკული ნაწილი იყო და თემები. თემები ისტორიულ მოვლენებს ეხებოდა. მოსმენას რაც შეეხება, ძალიან პატარა იყო, მარტივი იყო და რაღაც ცხოვრებისეულ ამბავს ყვებოდნენ. ტექსტი ძალიან კარგად ისმოდა“;

„ვფიქრობ, გამოცდას თავი კარგად გავართვი. რუსული ვწერე. თემა იყო, რომ ყველაზე კარგი ის წლებია, რაც სკოლაში გავატარეთ. პირველი მოსმენის ტექსტი იყო პატარა ბიჭზე, რომელმაც ცურვა არ იცოდა, მეორეც თემა, სამწუხაროდ, არ მახსოვს“;

„გერმანული ენის გამოცდა მქონდა. სიმართლე გითხრათ, თემა არ დამიწერია და არც სათაურისთვის ჩამიხედავს. მოსმენის ტექსტი, წინა წლებთან შედარებით, ადვილი იყო. მე ეროვნული გამოცდები წინა წელსაც ჩავაბარე, მაშინ მოსმენის ნაწილს რაღაც ხარვეზები ჰქონდა და წელს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. მოსმენის ნაწილში ზოგან დიალოგები იყო, ზოგან მონოლოგები. ერთი ადამიანი თავისი ცხოვრების შესახებ ყვებოდა, წინა წლებისგან განსხვავებული არაფერი იყო. ნაწერით მე კმაყოფილი ვარ“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება