სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საგამოცდო ცენტრში დენი 45 წუთით  გაითიშა, დახოცილები გამოვიდნენ ბავშვები“
13-07-2022
-
+


175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეორე სესია დაგვიანებით დაიწყო - ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაადასტურა.

„175-ე სკოლაში ზუსტად 45 წუთი იყო დენი გათიშული. დახოცილები გამოვიდნენ ბავშვები, 10 წუთიც არ დაუმატებიათ დრო“, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ დენის გათიშვის გამო 11 ივლისს ინგლისური ენის მეორე სესია დაგვიანებით დაიწყო, თუმცა დროის გადათვლაც გამოცდის დაწყების წუთიდან მოხდა.

„11 ივლისს, 175-ე სკოლის „ა“ კორპუსში მოხდა ელექტროდაზიანება. მეორე სესია ჯერ არ იყო დაწყებული. სხვადასხვა სამსახურის, მათ შორის „თელასის“ წარმომადგენლების ჩართულობით დენის მიწოდება შესაძლებელი გახდა. გამოცდა დაგვიანებით დაიწყო, შესაბამისად, დროის გადათვლაც სწორედ გამოცდის დაწყების წუთიდან მოხდა“, - აღნიშნავენ ცენტრში.

იხილეთ: გამოცდიდან 4 აპლიკანტი მოხსნა: „შპარგალკისა“ და ტესტზე სხვა პირის შესვლა დაფიქსირდა - სოფიო გორგოძე I კვირას აჯამებს

აბიტურიენტმა მობილური საგამოცდო ოთახში შეიტანა -  ინციდენტი გამოცდის პირველ დღეს

ქართულის საგამოცდო დავალების ფოტო გავრცელდა - საქმეზე მოკვლევა დაიწყო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება