სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„აბიტურიენტი სამსახურიდან დროულად არ გამოუშვეს და გამოცდაზე 1 წუთით დააგვიანა“
13-07-2022
-
+


ეროვნული გამოცდების დაწყებიდან, არაერთი აბიტურიენტი სესიებიდან დაგვიანების გამო მოიხსნა... დაგვიანების მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში - საცობია, თუმცა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ყოველი სესიის წინ აფრთხილებს აპლიკანტებს, საგამოცდო ცენტრებში ბარათზე მითითებულ დროზე გამოცხადდნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევში, გამონაკლისს ვერ დაუშვებენ... მაგრამ რა ხდება, როდესაც აბიტურიენტი სამსახურიდან დროზე არ გაათავისუფლა უფროსმა, შედეგად - წელი დაკარგულია და ვისი პასუხისმგებლობაა ასეთ დროს?

„დაგვიანებული 4 აბიტურიენტიდან ერთ-ერთი იყო ბავშვი, რომელიც სამსახურიდან დროულად არ გამოუშვეს, და პარალელურად, საცობების გამო, ზუსტად 1 წუთით დაიგვიანა. მაშინ, როცა ინგლისურის გამოცდა, მოსასმენი დავალებების გამო, 10 წუთით გვიან დაიწყო, 1 წუთის დაგვიანების გამო უსამართლობაა, რომ აბიტურიენტს მთელ წელს აკარგვინებთ, მთელ რიგ პრობლემებზე აღარ გავაგრძელებ... სამწუხაროა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვერ დამყარდა სამართლიანი გარემო“ - ასე ეხმაურება ერთ-ერთ მომხმარებელი სოციალურ ქსელში ინგლისურის გამოცდის სტატისტიკას, რაზეც „ნაეკი“ პასუხობს, რომ გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ბარათზე მითითებულ დროს უნდა გამოცხადდნენ:

„მოგესალმებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გამოსაცდელების საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების საათი და ისინი ვალდებულები არიან მითითებულ დროს გამოცხადდნენ ცენტრში. შესაბამისად, თუ მითითებული იყო 08:00 და გამოცხადდა 09:01 საათზე, აბიტურიენტს გამოცდაზე დააგვიანდა 1 საათი და 1 წუთი“.

იხილეთ ასევე:

ინგლისურის ბოლო სესიიდან გამოსული აბიტურიენტი გამოცდას აფასებს

დიდგორი და სტივ ჯობსი... აქტუალური საკითხები ინგლისურის გამოცდაზე






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება