სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის არის ყველაფერი ...“- ეკა ჩაბაიძე, სიონის საჯარო სკოლის დირექტორი
27-06-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორ ეკა ჩაბაიძეს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის. . .
- ყველაფერი, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ, სკოლა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშე ცხოვრებაც არ წარმომიდგენია...

- მოტივაცია მემატება...
- როცა მასწავლებლისა და მოსწავლეების წარმატებას ვხედავ, მათ გაღიმებულ სახეებს...მეამაყება თითოეული მოსწავლის წარმატება...

​- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...
- სევდიანია, მათ ხომ სულ სხვა ცხოვრების დაწყება უწევთ, დამოუკიდებლად, ქარიშხლიანი გზის გავლა...

- განათლების სისტემას სჭირდება...
- განვითარება, ცვლილებები, ისეთი ცვლილებები რომელშიც გათვალისწინებული იქნება მოსწავლეების და მასწავლებლების ინტერესები...

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .
- სიახლეებით, ჩვენი მოსწავლეების წარმატებით სარაიონო სხვადასხვა ნომინაციებში...

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...
- შვილებისთვის მეტი დრო გამონახონ, რაც შეიძლება მეტი წიგნი წააკითხონ, ხელი შეუწყონ მათ შემოქმედებით განვითარებაში.

- სასწავლო წლის დასასრულს...
- ჩემი სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს ვუსურვებდი ზაფხულის არდადეგების ნაყოფიერად გატარებას, ყოველი დღე მათთვის ხალისიანი ყოფილიყოს....


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება