| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესში ცვლილება შევიდა, რომელიც პირდაპირ ეხება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს.
აქამდე არსებული რეგულაციით, მასწავლებლები 7 დღეში ერთხელ, სწრაფი ტესტით მოწმდებოდნენ კოვიდზე, თუმცა 15 ივნისიდან, პრემიერის გადაწყვეტილებით, ისინი კოვიდტესტირებას აღარ დაექვემდებარებიან.
„განკარგულებით განსაზღვრულ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება ექვემდებარება დაფინანსებას, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის, გარდა №1 დანართის პირველი პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რა დროსაც ტესტირების მომსახურება განხორციელდება ამავე დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების მიერ, ხოლო ტესტებით მომარაგება განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ. პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი კი ამოღებულ იქნეს“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
განვმარტავთ: „რ“ ქვეპუნქტი სწორედ მასწავლებლებსა და სკოლის თანამშრომლებს ეხება - „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი 7 დღეში ერთხელ“.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას