სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

I-IV და V კლასებში მასწავლებელი ვალდებული არ არის, დაწეროს განმავითარებელი შეფასება?
03-06-2022
-
+


სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, პირველკლასელები სკოლებმა 27 მაისს დაითხოვეს, დანარჩენი მოსწავლეები კი კიდევ ორი კვირა ივლიან. აქედან გამომდინარე, სემესტრული და წლიური შეფასებების დაწერის საკითხიც გააქტიურდა და ისიც საინტერესოა, დაწყებით კლასებში უნდა დაწერონ თუ არა პედაგოგებმა განმავითარებელი შეფასება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, I-IV და V კლასებში პედაგოგი ვალდებული არ არის, დაწეროს განმავითარებელი შეფასება:

„I-IV და V კლასებში განმავითარებელი შეფასების დაწერა სავალდებულო არაა, თუმცა, თუ მასწავლებელს აქვს სურვილი დაუწეროს განმავითარებელი შეფასება მოსწავლეს მაშინ შევსების კომენტარის ველში, საკლასო ტიპის შეფასებაში, მასწავლებელს სასურველ თარიღში შეუძლია ჩაწეროს მოსწავლეების განმავითარებელი შეფასება! გაეცანით ინფორმაციას და იხელმძღვანელეთ ინსტრუქციის მიხედვით“.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გასვლის შემდგომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, განაცხადა, რომ ინსტრუქცია ნაწილობრივ შეიცვალა და დამატებითი განმარტება etaloni.ge -სთან გააკეთა: 
 
„მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, I-IV კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში შჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. განმავითარებელი შეფასების ასახვა ელექტრონულ ჟურნალში შესაძლებელია ნებისმიერ კონპონენტში ( მაგ.: საკლასო დავალებაში)“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება