სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა“ - თბილისის N119 სკოლის მეოთხეკლასელთა საინტერესო კომპლექსური დავალება
23-05-2022
-
+


თბილისის N119 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება.

მოსწავლეები სხვადასხვა კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ.

ამჯერად, მე-4კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ბელა გურგენიძის ხელმძღვანელობით კომპლექსური დავალება თემაზე - „მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა!“ შეასრულეს.

მეოთხეკლასელებმა, ტარიელ ხავთასის მოთხრობა - „მოხუცი და ბროლია“ შეისწავლეს, რომელიც გახდა ბავშვების დიდი ინტერესის საგანი.

„უპატრონოდ დარჩენილი ბროლია, რომელიც უცხო ადამიანებში ეძებდა თანაგრძნობას, ელოდებოდა მათ სითბოს. გამოჩნდა კეთილი მოხუცი, რომელმაც მისი გაჭირვება შეამჩნია და ბროლიაზე ზრუნვა იკისრა.

ბავშვებმა საკუთარი აზრი და დამოკიდებულება, სითბო და სიყვარული გამოხატეს ნამუშევრებში. ერთ-ერთ ნამუშევარში მოსწავლე მოგმართავთ ყველას: „დავეხმაროთ, ნუ დავტოვებთ ცხოველებს ჩვენი ყურადღების მიღმა ვიზრუნოთ მათზე, რადგან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ხშირ შემთხვევაში “მაწანწალას“ სტატუსით ღია ცის ქვეშ რჩებიან.

თხოვნით მოგმართავთ ვისაც შეუძლია იქნებ გავუკეთოთ მიუსაფარ ძაღლებს სახლები, რომელიც მათ ზამთარში სიცივისგან იხსნის, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, კვებაზე. ჩვენ ხომ შეგვიძლია ყველაზე ერთგული მეგობრების გადარჩენა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება