| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მოსწავლეს კლასიდან კლასში გადასვლის უფლება რომ მიეცეს, საჭიროა თითოეულ საგანში მინიმალური შეფასება მაინც დაიმსახუროს.
მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები 5 დონის მიხედვით, ათქულიანი სისტემით ფასდება: მაღალი დონე (9-10 ქულა), საშუალოზე მაღალი (7-8 ქულა), საშუალო (5-6 ქულა), საშუალოზე დაბალი (3-4 ქულა) და დაბალი (1-2 ქულა).
კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) იქნება 5.0 ან მეტი, ასევე აუცილებელია, მოსწავლეს მიღებული ჰქონდეს ჩათვლა შესაბამის საგნებში (სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნები, საგანი „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევითი საგნები).
არა მხოლოდ კლასის, საფეხურების დასაძლევადაც აუცილებელია, მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) იყოს 5.0 ან მეტი. ყოველ მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად საჭიროა, მოსწავლეს მინიმალური ქულებით მაინც ჰქონდეს დაძლეული გასული საფეხური.
თუ მოსწავლის მთელი წლის განმავლობაში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების დაანგარიშებისას 5.0-ზე ნაკლები იქნება, ის წლიურ შეფასებას საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე მიიღებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა