სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასტერკლასებზე, რომლებიც მუსიკის მასწავლებლებს კრედიტქულების მოპოვებაში დაეხმარებათ, რეგისტრაცია გამოცხადდა
14-03-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეოთხე ეროვნულ კონკურსთან დაკავშირებით 18, 25 და 31 მარტს მუსიკის მასწავლებლებს სთავაზობს საინფორმაციო შეხვედრებსა და მასტერკლასებს.

მონაწილეებს შეხვდებიან და კონკურსთან დაკავშირებულ ინფორმაციას გააცნობენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ედიშერაშვილი (18 მარტი), საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე ლიანა ჭონიშვილი (25, 31 მარტი). შეგახსენებთ, რომ წელს, ისევე, როგორც შარშან, კონკურსში მონაწილეობა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისათვის აღინიშნება 0,5 კრედიტქულით.

შეხვედრებზე მუსიკის მასწავლებლებს საშუალება მიეცემათ, დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ მოყვარულთა, სამუსიკო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საგუნდო კოლექტივებთან მუშაობის პროცესში. სამივე მასტერკლასში მონაწილეობისა და შესაბამისი რეფლექსიის საფუძველზე მასწავლებელი ასევე მიიღებს 0,5 კრედიტქულას.

მასტერკლასების განრიგი:

  1. 18 მარტი, 16:00
  • თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდი, ქორმაისტერები შიო აბრახამიათამარ თალაკვაძე, გუნდის პედაგოგი სალომე მაკარიძე

მისამართი: სანაპიროს ქ. N4, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შენობა, იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს (შესასვლელი გვერდითა მხრიდან)

  1. 5 მარტი, 12:00
  • ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის უმცროსკლასელთა გუნდი, ხელმძღვანელი მარინა მუხაშავრია

მისამართი: ბარნოვის ქ. N54, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი (N 53 საჯარო სკოლის მახლობლად)

  1. 31 მარტი, 16:00
  • რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამა „ანი-Zet”-ი, ხელმძღვანელი ლალი კაპანაძე

მისამართი: ფალიაშვილის ქ.  N42, N57 საჯარო სკოლის შენობაში (ფალიაშვილისა და არაყიშვილის ქუჩების კუთხე)

რეგისტრაციისთვის იხ. ბმული


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება