სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
14-03-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი ჩატარდა.

აქცია კანაშვილების ხელმოკლე ოჯახის დასახმარებლად უნივერსიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა. უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ბილეთები შეიძინეს და ამ გზით შემოწირული თანხით სტუდენტები კანაშვილების ოჯახს სურსათითა და მედიკამენტებით დაეხმარებიან.

სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ასეთი საქველმოქმედო აქციები არაერთხელ ჩატარებულა. კონცერტს დაესწრნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. მან ისაუბრა ქველმოქმედებისა და სიკეთის კეთების მადლსა და მნიშვნელობაზე, სტუდენტებს მადლობა გადაუხადა ასეთი თბილი ღონისძიების მოწყობისთვის და ყველა სასიკეთო წამოწყებაში თანადგომა აღუთქვა. 

წამყვანები იყვნენ უნივერსიტეტის სტუდენტები გიორგი პაპავა და ანი წულაია. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ნინო თავაძემ ისაუბრა ამ აქციის მნიშვნელობაზე და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მორალური და მატერიალური თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ანსამბლები: „სნო“ (ხელმძღვანელი ქეთევან წიკლაური), „მირონი“ (ხელმძღვანელი დავით ნადარეიშვილი) და ფოლკლორული მუსიკალური ანსამბლი „ივერიელი“ (ხელმძღვანელი თამაზ ალიმბარაშვილი).

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება